მან თავისუფლებაში თვეზე ოდნავ მეტი გაატარა" />

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ისევ დაპატიმრებულია

მან თავისუფლებაში თვეზე ოდნავ მეტი გაატარა

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს ისევ დააპატიმრებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 25 ივნისს მოსამართლე არმენ დანიელიანმა.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ სომხეთის გენპროკურორისა და 2008 წლის 1 მარტის მსხვერპლთა სამართალმემკვიდრეების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამპროტესტებელი დემოსტრანტების დარბევის დროს გამოყენებული იყო სამხედრო იარაღი, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით რობერტ კოჩარიანი კონსტიტუციური წყობისა დამხობაშია ბრალდებული. გენერალური პროკურორისა და მსხვერპლთა ნათესავების შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

სასამართლომ კოჩარიანის მიმართ სამართალწარმოების გადაწყვეტილება შეაჩერა, ასევე უკან გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი მიმართვა. მანამდე მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა კონსტიტუციური წყობის დამხობის შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეაჩერა და ის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა. მას ამ მუხლის კონსტიტუციურობა უნდა გადაეწყვიტა.

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულია

დეტალები: რა ედება ბრალად ექს-პრეზიდენტს

2018 წლის ივლისში კოჩარიანს 2008 წლის 1 მარტის საქმესთან დაკავშირებით კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდება წაუყენეს.

საუბარია იმ მოვლენებზე, რაც 2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. მაშინ სომხეთის ოპოზიციამ, პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მეთაურობით, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, საპროტესტო აქცია მოაწყო. ოპოზიციონერები ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩვნების შედეგების გადახედვას მითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.

დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპნენ ადამიანები. იმ მომენტისთვის ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომაც, ახლა დემონსტრაციის მკაცრად დარბევასა და კონსტიტუციური წყობის დამხობაში ბრალი კოჩარიანს ედება.

„1 მარტის“ საქმის გამოძიება 2018 წლის სომხეთის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ადგილიდან არ იძვროდა. ახალმა მთავრობამ, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმეს მალევე მოჰკიდა ხელი.

28 ივლისს ექს-პრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ის ორ კვირაში  გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს მიერ მისი დაკავების შესახებ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია. მისი გათავისუფლების საფუძვლად კონსტიტუციის ის მუხლი იქცა, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობა ეხება.

2018 წლის აგვისტოში კოჩარიანის გათავისუფლების შემდეგ, 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საქმე სააპელაციო სასამართლოში ხელახალი გამოძიებისთვის გადაგზავნა. და 2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტის თავიდან დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ დღის შემდეგ სომხეთის მეორე პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ ციხეში იმყოფებოდა. ამ დღეს კოჩარიანის ადვოკატის მიერ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობის  განხილვის შემდეგ, მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მან გაითვალსიწინა მთიანი ყარაბაღის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუკასიანის შუამდგომლობა. ისინი, საკუთარი თავმდებით, კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას „ორი სომხური რესპუბლიკის შექმნის, ასევე ყარაბაღის ომსა და სომხური არმიის შექმნის საქმეში მისი უზარმაზარი წვლილის  გათვალისწინებით“ ითხოვდნენ.

თუმცა, 2019 წლის თებერვალში კოჩარიანს  კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს – 927 მილიონი დრამის [დაახლოებით $3 მილიონი]ოდენობის ქრთამის აღება. ეს ბრალდება იმ განცხადებას უკავშირდება, რომელიც 2018 წლის ნოემბერში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მეწარმე სილვა ამაბარცუმიანმა გაააკეთა.

კოჩარიანმა განაცხადა, რომ მეორე საქმე მის წინააღმდეგ იმის გამო აღიძრა, რომ მისი ქონება დაყადაღდეს. მან გაიხსენა, რომ პირველი ბრალდების გამო, ქონებას ყადაღა უკვე დაედო. მაგრამ კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმე, ქონების კონფისკაციის სახით, დამატებით სანქციას არ ითვალსიწინებს, თუმცა სავარაუდო ქრთამის საქმის შემთხვევაში, ეს გამორიცხული არ არის.

ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს და ამას პოლიტიკურ დაკვეთად და ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ვენდეტად მიიჩნევს.

სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალდება წაუყენეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება

კოჩარიანი, 2008 წლის არეულობის გამო, პასუხისმგებლობას ფაშინიანს აკისრებს

24 ივნისს ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში კოჩარიანმა განაცხადა :

„სომხეთის ახლანდელ პრემიერ-მინისტრს პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრია 2008 წლის მასობრივი არეულობების მოწყობაში, და ისტორიის გადახედვა და დამნაშავეების პოვნა სურს. მისი წარმოდგენით, დამნაშავე მე ვარ.“

პრემიერი ფაშინიანი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მგზნებარე ოპოზიციონერი იყო. და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ფაშინიანი ატიურად მოანაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 1 მარტს დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ოპოზიციური მოღვაწე, მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდების გამო, წელიწადითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.

2010 წლის პირველ ივლისს ფაშინიანი ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წელიწადის და 11 თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლის შედეგად წავიდა.

სასამართლოს მიერ მის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების, ანუ 2019 წლის 25 ივნისის წინა დღეს მიცემულ ინტერვიუში კოჩარიანმა განაცხადა, რომ მისთვის დადებით გადაწყვეტილებას არ მოელის. მისი თქმით, საქმის მოსმენის დროს  „ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დაცვის მხარეს საკუთარი პოზიცია ვერ წარედგინა“.

რობერტ კოჩარიანმა ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლებისადმი თავის პოზიცია ღიად და უკვე არა პირველად გამოაცხადა:

 „აშკარაა, რომ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვიქნები. პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, მთავარ თუ არამთავარ მოწინააღმდეგედ დავრჩები და ოპოზიციურ ველზე რა როლს შევასრულებ“.

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება

ამავდროულად სომხეთის მეორე პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, აპრებს თუ არა ხელისუფლებაში ისევ მოსვლას:

„თუკი იქნებიან უფრო ახალგაზრდა, ენერგიული, ღრმად მცოდნე ადამიანები, რომლებშიც იმ ძალას დავინახავ, რაც ქვეყანას წინ წაიყვანს, პრობლემას ვერ ვხედავ – პირიქით, ასეთი ადამიანების დანახვა გამიხარდება. მაგრამ… ეს საკითხი ღიად დავტოვოთ.


ასევე წაიკითხეთ