ამით 7 მსხვილი ამერიკული კომპანიაა დაინტერესებული" />

სომხეთის განახლებადი ენერგეტიკის სფეროში, შესაძლოა, 8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს

ამით 7 მსხვილი ამერიკული კომპანიაა დაინტერესებული

ამერიკული კომპანიები სომხეთის განახლებადი ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც განახლებადი ენერგეტიკის პერსპექტივებს ეძღვნებოდა. მასში აშშ-ის შვიდი მსხვილი კომპანია მონაწილეობდა.

ელჩმა მაილსმა აღნიშნა, რომ სომხეთი განახლებადი ენერგეტიკის დიდ პოტენციალს ფლობს, მეტიც, არსებობს 8 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამშრომლობის პერსპექტივა: „ბოლო 5 წლის განმავლობაში სომხეთში ენერგიის წარმოების მოცულობამ 20%-ით მოიმატა, და დღეს სომხეთს ენერგიის წარმოების პოტენციალი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხური ბაზარი გაიზრდება, და აქ უკვე რეგიონული საკითხების განხილვაც შეიძლება“.

თუმცა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს არ შეუძლია ინვესტიციების რეალიზაციის გარანტიის გაცემა: „სომეხი მეწარმეებისა და სომხეთის ხელისუფლების ამოცანაა – ჩამოაყალიბონ და წარუდგინონ ამერიკელ ინვესტორებს სომხეთის მიმზიდველობა. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის მთავრობამ  ყველასთვის თანაბარი თამაშის წესების გარანტიები წარმოადგინოს.“

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ