"სომხეთის ახალ ხელისუფლებას ეშინია იმის, რასაც რობერტ კოჩარიანი იტყვის", - თქვა მისმა წარმომადგენელმა მას შემდეგ, რაც პრეს-კონფერენცია ჩაიშალა" />

„მკვლელი!“ — სკანდირებდნენ ერევანში აქტივისტები, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის პრეს-კონფერენცია ჩაშალეს

"სომხეთის ახალ ხელისუფლებას ეშინია იმის, რასაც რობერტ კოჩარიანი იტყვის", - თქვა მისმა წარმომადგენელმა მას შემდეგ, რაც პრეს-კონფერენცია ჩაიშალა

მკვლელი!“, „სომხეთში მისი ადგილი არ არის“, – ყვიროდა ათობით აქტივისტი, რომლებიც 14 აგვისტოს ჟურნალისტებთან ერთად მივიდნენ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის  პრეს-კონფერენციაზე. ის პატიმრობიდან მხოლოდ გუშინ გათავისუფლდა.

კოჩარიანი 28 ვლისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა  საკონსტიტუციო წყობის დამხობისა და სომხეთში მისი პრეზიდენტობის პერიოდში 2008 წლის პროტესტების დროს ადამიანების დაღუპვაში მონაწილეობის ბრალდებით . მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მისი დაპატიმრების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია. კოჩარიანის ადვოკატმა რუბენ სააკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გათავისუფლების საფუძვლად იქცა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხება.

აქტივისტებს შორის, ძირითადად, იყვნენ სტუდენტები – სომხეთში ახლახან მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ მონაწილეები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ხელისუფლება სრულად შეიცვალა. მათ განუცხადეს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის გამოჩენას ელოდნენ, რომ პრეს-კონფერენციის ჩაშლას აპირებდნენ.

საბოლოოდ ასეც მოხდა – დარბაზიდან რობერტ კოჩარიანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამოვიდნენ, და მალე ცნობილი გახდა, რომ მან დატოვა ბიზნესცენტრის ტერიტორია, სადაც პრეს-კონფერენცია იყო დაგეგმილი.

რობერტ კოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი 1998-2008 წლებში იყო, მისი დაპატიმრება 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენებს უკავშირდება. 2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მღელვარება დაიწყო – იმ პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ედგა სათავეში, ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში ტერ-პეტროსიანმა გაიმარჯვა, და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად უკვე სერჟ სარგსიანი გამოაცხადა, თუმცა მას იმ მომენტისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა – ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ ისევ რობერტ კოჩარიანი იყო. მან საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 2008 წლის 1 მარტს დემონსტრაციის დარბევის დროს გამოყენებული იყო საბრძოლო იარაღი, დაიღუპა 10 ადამიანი – რავა სამოქალაქო პირი და  პოლიციის ორი თანამშრომელი.

[/notification]

კოჩარიანის ადვოკატმა რუბენ სააკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გათავისუფლების საფუძვლად იქცა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ითვალისწინებს.

ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ვიქტორ სოგომონიანმა პრეს-კონფერენციის ჩაშლაში სომხეთის ახალი ხელისუფლება დაადანაშაულა.

„როგორც ხედავთ, ხელისუფლებას რობერტ კოჩარიანის სიტყვების ეშინია. ამიტომაც გამოგზავნეს თავიანთი აქტივისტები, რომ პრეს-კონფერენცია ჩაეშალათ“ — უთხრა სოგომონიანმა ჟურნალისტებს.

რობერტ კოჩარიანი მანამდე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

მოსალოდნელია, რომ კოჩარიანის წარმომადგენლები მოგვიანებით განცხადებას გააკეთებენ.


ასევე წაიკითხეთ