მათ შრომის და სოციალური საკითხების სამინისტროდან დაურეკავენ, და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს ერთი დღით ადრე შესთავაზებენ " />

სომეხი პენსიონერები კონცერტებსა და წარმოდგენებზე უფასოდ დასწრებას შეძლებენ

მათ შრომის და სოციალური საკითხების სამინისტროდან დაურეკავენ, და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს ერთი დღით ადრე შესთავაზებენ

ამიერიდან სომხეთში პენსიონერები კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე უფასოდ დასწრებას  შეძლებენ.

ვინ მოიფიქრა ეს

ინიციატივა კულტურის, ასევე შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს ეკუთვნით. დღეს კულტურის მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა ლილიტ მაკუნცმა და შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა მანე თანდილიანმა  შესაბამის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლილიტ მაკუნცმა განაცხადა, რომ პროექტის მთავარი მიზანია ხანში შესული ადამიანებისთვის ცხოვრების გამრავალფეროვნება:

 „ ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ იქ ცხოვრება სწრედ საპენსიო ასაკიდან იწყება. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, პენსიონერების ცხოვრება უფრო ოდნავ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ უკვე ყველა შეთანხმება არსებობს: ყველა თეატრის ხელმძღვანელი მზად არის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ბილეთები გასცენ. ფიქსირებული რაოდენობა არ არის, მაგრამ საკონცერტო დარბაზში არსებული ადგილების რაოდენობის მიხედვით, პენსიონერებს ბილეთების საერთო რაოდენობიდან 2,5-დან 20 პროცენტამდე გამოუყოფენ.

 „პენსიონერები მეტს იმსახურებენ, და ეს ის მინიმუმია, რაც ჩვენმა უწყებებმა შეიძლება დღეს მათთვის გააკეთონ“, – თქვა მანე თანდილიანმა.

პირველ წარმოდგენებზე დასწებას პენსიონერები უკვე 8 ნოემბრიდან შეძლებენ.

ბიზნესის ახალი სახეობა სომხეთში, რომელიც სოციალური პრობლემებს წყვეტს და ადამიანებს ეხმარება

ბრმა მუსიკოსები და მათი უნიკალური პროექტი სომხეთში

რამდენი ადამიანი ისარგებლებს ამ პროგრამით

წინასწარი გამოთვლების მიხედვით, ყოველთვიურად დაახლოებით ორი ათასამდე პენსიონერი შეძლებს პროგრამით სარგებლობას. ბილეთებს შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტრო გაანაწილებს.

თანაც კონცერტამდე ან წარმოდგენამდე ერთი დღით ადრე პენსიონერებს სამინისტროდან დაურეკავენ და ჰკითხავენ, შეძლებენ თუ არა ისინი ღონისძიებაზე დასწრებას.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში 446 ათასამდე პენსიონერია․


ასევე წაიკითხეთ