ბრიტანული "გეტვიკის" აეროპორტში, დრონების გამო ასობით ათასი ადამიანი სამი დღის განმავლობაში შეფერხდა" />

სნაიპერები დრონების წინააღმდეგ: როგორ ცდილობს მსოფლიო არასანქცირებულ ფრენებთან ბრძოლას

ბრიტანული "გეტვიკის" აეროპორტში, დრონების გამო ასობით ათასი ადამიანი სამი დღის განმავლობაში შეფერხდა

უპილოტო საფრენი აპარატები სწრაფად იაფდება და ხელმისაწვდომი ხდება. 2018 წელს დრონები ყველაზე პოპულარული საშობაო საჩუქრების ათეულში მოხვდა.

თუმცა, უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გავრცელებას მოაქვს არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობები ლოჯისტიკასა და აეროფოტოგადაღებაში, არამედ, ახალი საფრთხეებიც, რომლებსაც გამონაკლისის გარეშე აწყდებიან ქვეყნები.

ВВС მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ისინი ამ პრობლემის გადაჭრას.

• ზეციდან დანახული საქართველო – ერთი ფოტოგრაფის მისია

ყველაზე სერიოზული ინციდენტი

მგზავრები ლონდონის გეტვიკის აეროპორტში. 2018 წლის 26 დეკემბერი. REUTERS / Peter Nicholls

დღესდღეობით დრონების მონაწილეობით ყველაზე სერიოზული ინციდენტი 2018 წლის 20-22 დეკემბერს, ზუსტად შობის წინ, დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე აეროპორტის, “გეტვიკის” დახურვა გახდა.

სამი დღის განმავლობაში ამ აეროპორტში 36 რეისი გადაიდო იმის გამო, რომ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის თავზე დრონები შენიშნეს. ასი ათასზე მეტი ადამიანი აეროპორტში ბლოკირებული აღმოჩნდა.

ისინი, ვინც დრონებს მართავდნენ, ამ დრომდე ვერ მოძებნეს. გეტვიკის აეროპორტმა დააწესა 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდო მათთვის, ვინც დამნაშავეების აღმოჩენაში დაეხმარება. მათ სერიოზული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელოდებათ.

ბრიტანეთის ხელისუფლება კი ისეთი სისტემის შემუშავებას ცდილობს, რომელიც სამომავლოდ მსგავსი მოვლენების შეჩერებაში დაეხმარება.

აი, საიდან ამოარჩევენ ისინი:

საერთაშორისო გამოცდილება

REUTERS / Ralph Orlowski

უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებულ ფრენებთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

• რადარები რადიოსიგნალების ჩასახშობად, რისი დახმარებითაც იმართება დრონები. ეს სისტემა პირველად 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსცადეს. ასევე, გამოიყენეს ჩინეთში.

• სნაიპერები. ისინი ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღებით ან ყუმბარმტყორცნებით აგდებენ დრონებს. ასევე, სნაიპერებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ისვრის ბადეს და იჭერს დრონს. ეს ბრიტანული კომპანია Open Works-ის ბოლო ნამუშევარია და გამოიყენება ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და აზიაში.

• ანტიდრონები, რომლებიც ბრძანების შემდეგ მიწიდან ისვრიან სპეციალურ ბადეს დრონების დასაჭერად. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენეს საფრანგეთში.

• ლაზერული იარაღი, რომელსაც შეუძლია „დააბრმაოს“ დრონი. ასეთ სამუშაობს აშშ-ში აწარმოებს კომპანია Boeing-ი, ამაზე მუშაობს ჩინეთიც.

• სპეციალურად გაწვრთნილი შევარდენები, რომლებიც თავს ესხმიან დრონს. ეს მეთოდი ჰოლანდიაში გამოსცადეს და ყველაზე წარმატებულად ითვლება, თუმცა – ძვირადღირებულად.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ