ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების უჩვეულო ზომების მიღებამ საზოგადოება ააფორიაქა" />

სკოლებში გაკვეთილების გადადება, პანიკა, შეთქმულების თეორიები – როგორ ელოდნენ ბაქოში ქარიშხალს

ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების უჩვეულო ზომების მიღებამ საზოგადოება ააფორიაქა

სინოპტიკოსები ბაქოს მცხოვრებლებს მკვეთრი აციების, ძლიერი ქარისა და „საშიში კლიმატური პირობებისთვის“ რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებდნენ. ბაქოში ძლიერი ქარი მუდამ უბერავს, და ხელისუფლება, როგორც წესი, არანაირ ზომებს არ იღებს. ამჯერად სხვაგვარად მოხდა და ამან ბაქოელები ძლიერ შეაშფოთა.

უსაფრთხოების ზომები

ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროგიის ეროვნული დეპარტამენტის დირექტორმა უმაირა ტაგიევამ პრესაში განცხადება გააკეთა:

„აბშერონის ნახევარკუნძულზე მოსალოდნელია 30 მეტრ/წამის და მეტი სიჩქარის ძლიერი ქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ გამხმარ ხეს შეიძლება ტოტები მოტყდეს, და ასე შემდეგ. მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს. მოხუცებულები, აუცილებელი საჭიროების გარდა, უმჯობესია, რომ სახლიდან არ გავიდნენ, მშობლებმა ბავშვები ქუჩაში უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.“

• ბაქოში ზედმეტად ბევრი მარმარილო ხომ არ არის?

• საქართველოში პანიკაა. ღორის გრიპით გარდაცვალების ცამეტი შემთხვევა

გატარდა შემდეგი ზომები:

– სკოლებში სწავლა ორი დღით გადაიდო და საბავშვო ბაღები დაიკეტა;

– ზღვაში არსებული პლატფორმებიდან მენავთობეების ნაპირზე ევაკუაცია მოხდა;

– შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დამსაქმებლებს იმ ადამიანების გაუვნებელყოფა დაავალა, რომლებიც ღია სივრცეში მუშაობენ;

– უსახლკაროთა თავშესაფრები გაძლიერებულ მუშაობაზე გადავიდნენ.

ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პანიკის პროვოცირება მოახდინა და სრულიად სხვადასხვაგვარი ჭორები გააჩნია. ადამიანები უკვე არა უბრალოდ ძლიერ ქარს, არამედ ნამდვილ ქარიშხალს ელოდებოდნენ.

ბაქოელების რეაქცია

16 იანვრისთვის, საღამოს, მოსალოდნელი ქარიშხლის თემაზე ბაქოში ყველაზე დიდი განსჯის საგანს წარმოადგენდა. მოქალაქეების რეაქცია შეიძლება ორ მთავარ კატეგორიად დაიყოს:

– სოციალური ქსელებში ხუმრობების ნაკადი. ყველა ცდილობდა „ქარის თემაზე“ რაც შეიძლება უკეთ ეხუმრა. ზოგიერთი დანარჩენებს ქარიშხლისთვის სახელის მოგონებას სთავაზობდა (ამერიკული ტორნადოების ყაიდაზე). ვარიანტებს, ძირითადად, ადგილობრივი კოლორიტი ახლდა. მაგალითად, ქალის ძველისძველი სახელები.

– მზადება როგორც სამყაროს აღსასრულის წინ. ვინც შეძლო, 17-18 იანვარს ყველანაირი საქმე გადადო, პროდუქტები მოიმარაგეს, აივნებიდან ყველა მტვრევადი საგანი აიღეს, და ორი დღით სახლიდან გაუსვლელობისთვის მოემზადნენ.

გარდა ამისა, ხელისუფლების ასეთმა უჩვეულო ქმედებამ სხვადასხვა „შეთქმულების თეორია“ წარმოშვა. აი, მათ შორის ორი ყველაზე პოპულარული:

– ძლიერმა ქარმა მეზობელი საქართველოდან, შესაძლოა, ღორის გრიპი შემოიტანოს. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფა მოუხდა.

– ადამიანებს აშინებენ, რათა მათ 19 იანვარს დაგეგმილ ოპოზიციის მიტინგზე წასვლა გადაიფიქრონ. სხვები ამ აზრს ეწინააღმდეგებოდნენ, და ამას მიტინგის წინააღმდეგ საბრძოლველად ზედმეტად რადიკალურ ზომად მიიჩნევდნენ. მით უმეტეს, რომ შაბათისთვის ამინდის დაწყნარებას გვპირდებიან.

17 იანვარს დილით ბაქოში ჰაერის ტემპერატურა იყო დაახლოებით +4 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ქარის სისწრაფე – წამში 15 მეტრი, დროდადრო – 26 მეტრი წამში. ბოფორტის სკალის მიხედვით ეს კლასიფიცირდება როგორც მაგარი ქარი. მაქსიმუმ – ძლიერი შტორმი, მაგრამ არანაირად – როგორც ქარიშხალი (33 მეტრი წამში). ყველა იმედგაცრუებული დარჩა.

17 იანვარს დილით პანიკა უკვე აღარ არსებობს, თუმცა სტატუსებისა და საუბრის ყველაზე პოპულარულ თემად ისევ ქარი რჩება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ