რასულზადეს ძველი ბარელიეფი ან მოიპარეს, ან ჯართად გაყიდეს, ახალი ბარელიეფის წარწერაზე კი უხეში შეცდომაა" />

აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლის, რასულზადეს ბარელიეფი დააზიანეს

რასულზადეს ძველი ბარელიეფი ან მოიპარეს, ან ჯართად გაყიდეს, ახალი ბარელიეფის წარწერაზე კი უხეში შეცდომაა

აზერბაიჯანელები ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის იდეოლოგის, მამედ-ემინ რასულზადეს ბარელიეფის წარწერაში დაშვებულ უხეშ შეცდომაზე მსჯელობენ. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა რასულზადე იყო, ბარელიეფზე „აზერბაიჯანის სახელმწიფო რესპუბლიკად“ არის წოდებული.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა და მან ორ წელიწადს იარსება. 1920 წელს ქვეყანაში ხელისუფლება ბოლშევიკებმა დაიპყრეს. მამედ ემინ რასულზადე იყო ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, რომელმაც ეს რესპუბლიკა გამოაცხადა. აზერბაიჯანში მისი სახელი ბევრისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს წარმოადგენს.

• როგორ აღნიშნეს ბაქოში პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი

• როგორ მოიპოვეს 100 წლის წინათ სამხრეთი კავკასიის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა

ამ ინციდენტმა ქვეყანაში ბევრი ადამიანი აღაშფოთა. მომხდარში დაბის მუნიციპალიტეტი უნდა გაერკვეს, მაგრამ იქიდან ჯერ არავითარი კომენტარი არ გაკეთებულა, გარდა იმისა, რომ ისინი ამ შეცდომის თაობაზე საქმის კურსში არიან.

ბარელიეფი დაბა ნოვაჰანში, ბაქოს მახლობლად იმ სახლის კედელზე დაკიდეს, სადაც რასულზადე დაიბადა.

მანამდე აქ სხვა ბარელიეფი ეკიდა, რომელიც 1990-იანი წლების დასწყისში გაკეთდა. მაგრამ 15 იანვარს ის მოიპარეს, დახერხეს და ჯართის ჩასაბარებელ პუნქტში ჩააბარეს. დამნაშავე სწრაფად დააკავეს, ის ადგილობრივი მაცხოვრებელი ემინ მამედოვი აღმოჩნდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ