დემოკრატიულ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ტენდენცია გაჩნდა" />

სიტყვის თავისუფლების დონით საქართველო მსოფლიოში 64-ე ადგილზეა, სომხეთი – 79-ე, აზერბაიჯანი კი – 162-ზე

დემოკრატიულ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ტენდენცია გაჩნდა

გრაფიტი  Banksy

მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგში, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, მთლიანობაში 189 ქვეყანა მოხვდა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ამ რეიტინგში, შესაბამისად, 64-ე, 79-ე და 162-ე ადგილები დაიკავეს.

ლიდერების სამეული ამგვარად გამოიყურება: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი.

სიას ასრულებენ ჩრდილოეთი კორეა, ერიტრეა და თურქმენეთი.

მოხსენების ავტორები საგანგაშო მსოფლიო ტენდენციაზე მიუთითებენ: მედიაგამოცემებისა და ჟურნალისტების მიმართ აგრესიაზე, თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებაზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამგვარი შემთხვევების რაოდენობა 14,4 პროცენტით გაიზარდა.

სიტყვის თავისუფლების მხრივ, ვითარების გაუარესება გამოკვლეული ქვეყნების თითქმის ორ მესამედში აღინიშნება. თანაც, ეს ტენდენციები ყველაზე მკაფიოდ დემოკრატიულ ქვეყნებში ვლინდება.


ასევე წაიკითხეთ