მსროლელმა დანაშაული აღიარა " />

სისხლიანი შურისძიება აზერბაიჯანში: ხუთი დაღუპული, ორი დაჭრილი

მსროლელმა დანაშაული აღიარა

აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ბიოიუკ კიასიკის ბაზარში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაჭრილია. მსროლელი – ელნურ სულეიმანოვია. წინასწარი ვერსიით, მან დანაშაული საგვარეულო შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა.

 

• ღამის ბაქოს სილამაზე და საფრთხეები ფოტოებითა და ისტორიებით

 

17 ივნისს, დილით ელნურ სულეიმანოვი ბაზარში კალაშნიკოვის ავტომატით მივიდა და სროლა დაიწყო. ბაზარზე მოვაჭრე შარგია მუსაევა და მისი ორი ვაჟი მაშინვე დაიხოცნენ. ისინი სულეიმანოვის მთავარ მსხვერპლს წარმოადგენდნენ – მათ ოჯახებს შორის დიდი ხნის საგვარეულო მტრობა არსებობდა. ასევე დაიღუპა კიდევ ერთი ქალი – ზეინაბ ჯალილოვა.

კიდევ სამი ადამიანი დაჭრა, და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორესთვის ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო.

დანაშაულიდან მალევე სულეიმანოვი პოლიციაში აღიარებით მივიდა და იარაღი ჩააბარა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული – განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონოდ შენახვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ყველაფერმა უკვე ფართო გამოხმაურება მიიღო, საქმით გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაკავდებიან.


ასევე წაიკითხეთ