საერთაშორისო ლიდერები სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დაეკისროს" />

სირიაში გამოყენებულია ქიმიური იარაღი, დაღუპულია 70 ადამიანზე მეტი

საერთაშორისო ლიდერები სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დაეკისროს

4 აპრილს მომხდარმა ერთ-ერთმა საშინელმა ქიმიურმა შეტევამ სირიის ჩრდილოეთი პროვინცია იდლიბი სიკვდილის ზონად გადააქცია. ამ რეგიონში, რომელსაც ამბოხებულები ინარჩუნებენ, საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შედეგად 70 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათ შორის – ათ ბავშვზე მეტი.

დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის დონალდ ტრამპმა, შეტევის ორგანიზებაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაადანაშაულეს, და რუსეთს და ერაყს, როგორც მის მხარდამჭერ ქვეყნებს, ამ შეტევების აღსაკვეთად ზომების მიღება მოსთხოვეს.

მომხდარს ბევრი სამხედრო დანაშაულს უწოდებს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სავარაუდოდ, ზარინის ან ქლორის შემადგენლობის ბომბები თვითმფრინავებიდან ჩაყარეს. შეტევების შედეგად ბევრი ადამიანი იგუდებოდა და გონებას კარგავდა, ზოგიერთ დაზარალებულს პირიდან ქაფი გადმოსდიოდა.

სირიაში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი სტეფან დე მისურა იუწყება, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭო სპეციალურ სხდომას გამართავს და მოითხოვს, რომ დამნაშავეები გამოვლინდნენ და პასუხი აგონ.

ოფიციალურმა დამასკომ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ქიმიურ იარაღის გამოყენებით მომხდარ ავიაშეტევებთან კავშირი არ აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე უარყო რუსული სამხედრო ძალების მიერ ამ თავდასხმების განხორციელება.

თუმცა, საერთაშორისო ლიდერები ამტკიცებენ, რომ მომხდარში ბრალი ასადის ხელისუფლებას მუძღვის.

საერთაშორისო საკითხებში ევროსაბჭოს უზენაესმა თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა: „აშკარაა, რომ მომხდარში მთავარი პასუხისმგებლობა (ასადის)რეჟიმს მიუძღვის, რადგან საკუთარი ხალხის უსაფრთხოებაზე ის აგებს პასუხს (ციტატა Reuters-დან).

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირდაპირ დაადანაშაულა სირიის მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში, იუწყება Reuters.

„სირიის რეჟიმი ისევ დაიწყებს ამ ხოცვაში საკუთარი პასუხისმგებლობის უარყოფას. როგორც 2013 წელს, ბაშარ ასადი ისევ თავის მოკავშირეების მხრდაჭერისა და დაუსჯელობის იმედზეა“, – განაცხადა ოლანდმა, და შესთავაზა „მათ, ვინც ამ რეჟიმს მხარს უჭერს, თავიანთი, პოლიტიკური, სტრატეგიული და მორალური პასუხისმგებლოებები მასშტაბები“ შეაფასონ.

ფოტო: Ammar Abdullah/Reuters

ასევე წაიკითხეთ