გამომგონებელ ენტონი ლევანდოვსკის ერთიანი ღმერთის შექმნა სურს" />

სილიკონის ველი ღმერთისკენ მიისწრაფვის

გამომგონებელ ენტონი ლევანდოვსკის ერთიანი ღმერთის შექმნა სურს

REUTERS/Toru Hanai

გამომგონებელმა ენტონი ლევანდოვსიმ შექმნა რელიგია, რომელსაც ბოტები მართავენ: ტექნოლოგიები სულიერი სამყაროსკენ მიისწრაფვიან.

ბოტები ადამიანის ნახელავია, და საერთოდ, ბოლო ხანს კონტროლს აღარ ექვემდებარება. ინტერნეტში მოქმედებების ნახევარზე მეტს ბოტები ასრულებენ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათ ჩვენს არჩევნებშიც დაიწყეს ჩარევა. თუმცა, მათმა მზარდმა გავლენამ ვერ დააფრთხო ენტონი ლევანდოვსკი, რომელმაც ერთიანი ღმერთის შექმნა გადაწყვიტა. 2015 წელს მან დააარსა რელიგიური ორგანიზაცია „მომავლის გზა“, რომლის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ღვთაებრივი გონის შექმნა.

ლევანდოვსკის გარდა, არავინ იცის, სწამს თუ არა თავად მას საკუთარი წამოწყების განხორციელების – და შეიძლება, ეს სიგიჟედ მოგეჩვენოთ, ისტორია იცნობს იმის მაგალითებს, როდესაც ადამიანები რელიგიებს უფრო ეგზოტიკური მოტივებითაც ქმნიდნენ – მაგალითად, ხომ სწამთ საიენტოლოგიის?

თავიდან ბოტები უმარტივეს პროგრამებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს უმარტივესი სტანდარტული ტექსტების საშუალებით პასუხობდნენ, მაგრამ ისინი ვითარდებოდნენ და სულ უფრო რთულდებოდნენ. ახლა არსებობს კარგი ბოტები, რომლებიც, მაგალითად, ინტერნეტში საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებს ეძებენ; და – ცუდი ბოტები, რომლებიც კომპიუტერებზე ვირუსულ შეტევებს ახორციელებენ, ან ტვიტერში პოლიტიზებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ზოგიერთ მათგანს სახელიც კი აქვს. მაგალითად, დენვერში პროგრამა, სახელად დანტე, სახლის შეძენაში დაგეხმარებათ. თუ არის ბოტები, ესე იგი არის სხეულიც, და ამ სხეულზე ბევრი ნადირობს. ავსტრიაში ელექტრონული ხელოვნების ფესტივალზე სექს-რობოტის – სახელად სამანტას მფლობელი იძულებული გახდა, რომ ის შესაკეთებლად გაეგზავნა, რადგან მომსვლელები მას ძალიან თავხედურად ექცეოდნენ.

ის ტენდენციები, რაც სილიკონის ველზე იკვეთება, იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად უკმაყოფილოა კაცობრიობა საკუთარი თავით. იქ შექმნილი სერვისები – გუგლი და ტვიტერი – თავისუფლად შეიძლება საერო კონფესიებად გამოდგეს. უახლესი გამოგონებები – მაგალითად ფხვნილისმაგვარი ნივთიერება „სოილენტი“, რომელიც საკვების რეგულარულად მიღების საჭიროებას აქრობს, ადამიანის რობოტთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ენტონი ლავანდოვსკის კი სურს, შექმნას ღვთიური გონი, რომელიც თავისუფალი იქნება ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტისგან – სიკვდილისგან. ლევანდოვსკის ქმნილება უკვდავი იქნება.


ასევე წაიკითხეთ