აზერბაიჯანულ სოფელში ოთხი ოჯახი დარჩა: 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე" />

სევდიანი ისტორია ტრანსფორმატორის შესახებ

აზერბაიჯანულ სოფელში ოთხი ოჯახი დარჩა: 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

თავიდან აზერბაიჯანის სამხრეთში მდებარე ასთარის რაიონის სოფელ საკაშამში ორმოცი ოჯახი ცხოვრობდა; 1996 წლიდან კი ეს სოფელი თანდათანობით იცლება და ამის მიზეზი დამწვარი ტრანსფორმატორია. ტრანსფორმატორი არის მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას მაღალი ძაბვის ქსელებიდან ბინებში ანაწილებს. მას შემდეგ უკვე 10 წელია გასული, საკაშამის მოსახლეობა კი ჯერ კიდევ უშუქოდ არის.

ამჟამად სოფელში ოთხი ოჯახი ცხოვრობს. აქ ჩამოსვლა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ამ სოფელთან დამაკავშირებელი გზები სავავალო მდგომარეობაშია. ამიტომ ზამთარში აქ ცხოვრება, ფაქტობრივად, ერთ ადგილზე იყინება. სკოლები და საავადმყოფოები მეზობელ სოფლებში მდებარეობს. ყველაზე ახლოს მდებარე სოფლამდე მისაღწევად მხოლოდ 4 კილომეტრის გავლაა საჭირო.

სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, მათ არაერთხელ მიმართეს ასთარის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ბოლოს პასუხსაც ეღირსნენ. ჩინოსნებმა სოფელს განუცხადეს, რომ ოთხი ოჯახის გამო დენს არ გაიყვანენ.

ამის მიუხედავად, ხალხს მაინც არ სურს სხვაგან გადასვლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელს ვერ შეიცვლიან და ვერ შეძლებენ იმ სახლების დატოვებას, სადაც მათი მამები და პაპები დაიბადნენ.

საკაშამისკენ მიმავალი გზა. აქ მხოლოდ „უაზის“ მარკის მანქანას შეუძლია გავლა, იმიტომ რომ ამ ტიპის ავტომობილებს თანამედროვე ჯიპების უმრავლესობაზე მაღალი ძარა აქვს.

საკუთრივ ტრანსფორმატორი

ძველი საბჭოთა ელექტრომრიცხველი, რომელიც 1996 წელს გაჩერდა

ბებია ჯახანი 80 წლისაა. იგი აღნიშნავს, რომ უკვე 21 წელია, რაც ნავთის ლამპას იყენებს.

აფგან ალიევი სოფელ საკაშამში დაიბადა. სახლის გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად მას ყოველდღე უწევს შეშის ჩეხვა. ოჯახი პირუტყვის მოშენებითაა დაკავებული და რძის, ყველისა და კარაქის რეალიზაციით ირჩენს თავს. ამას გარდა, აფგანმა ეზოში მანდარინის ხეები დარგო და მოწეულ ციტრუსსაც ყიდის ხოლმე.

საღამოობით აფგანი ელექტროგენერატორს რთავს, თუმცა, იგი ცდილობს, ოჯახის ბიუჯეტის დაზოგოს და ამიტომ მოწყობილობას მხოლოდ 4-5 საათით ამუშავებს ხოლმე. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ტელევიზორს უყუროს და ბავშვების საშინაო დავალებები შეამოწმოს. გენერატორი საათში 1 ლიტრ ბენზინს ხარჯავს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ