ცხრა ნოემბერი ქვეყანაში უქმე დღედაა გამოცხადებული" />

სახელმწიფო დროშის დღესასწაული აზერბაიჯანში

ცხრა ნოემბერი ქვეყანაში უქმე დღედაა გამოცხადებული

დღეს აზერბაიჯანში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ, იმიტომ რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელი სამფეროვანი დროშა 1918 წლის 9 ნოემბერს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს დამტკიცდა. თითოეულ აზერბაიჯანელ მოსწავლეს მშვენივრად მოეხსენება, თუ რას აღნიშნავს დროშის ფერები. ცისფერი თურქული ეთნოსის აღმნიშვნელი ფერია (აზერბაიჯანელი ხალხი თურქულ ჯგუფს მიეკუთვნება), წითელი დემოკრატიულ ღირებულებებს აღნიშნავს, მწვანე კი – ისლამური კულტურის სიმბოლოა.

თუმცა, ეს პირველი აზერბაიჯანული დროშა არ ყოფილა, ამასთან, 1918 წლის შემდეგ მას ახალი თავგადასავლები ელოდა.

თავიდან აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა საფუძვლად თურქეთის დროშა აიღეს და მასზე გამოსახული ხუთქიმიანი ვარსკვლავი უბრალოდ რვაქიმიანი ვარსკვლავით ჩაანაცვლეს.

1920 წელს, მას შემდეგ, რაც მე-11 წითელმა არმიამ ბაქო აიღო, აზერბაიჯანი საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს. 1921 წელს დროშა შეცვალეს. ახალ წითელ დროშაზე დაიტანეს მწვანე ფონი, რომელზეც არაბული ასოებით გამოსახული იყო ინიციალები „ა.ს.ს.რ“ (იმ პერიოდში აზერბაიჯანში არაბულ ანბანს იყენებდნენ).

წელს წარწერა გადათარგმნეს და ტექსტს ადგილი შეუცვალეს.

1952 წელს დროშა კიდევ ერთხელ შეცვალეს და ამჯერად რესპუბლიკის სიმბოლოდ საფუძვლად ნამგალითა და უროთი დამშვენებული საბჭოთა დროშა აიღეს.

დაბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 5 თებერვალს დამოუკიდებელმა აზერბაიჯანმა სამფეროვანი დროშა დაიბრუნა – იმ ფორმით, რომლითაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა შეიმუშავეს.


ასევე წაიკითხეთ