2009-2016 წლებში კანონი 395 უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაარღვია " />

სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

2009-2016 წლებში კანონი 395 უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაარღვია

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 9 თებერვალს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი და რეკომენდაციები წარადგინა.

ანგარიშის მიხედვთ, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესი 395 ადამიანმა დაარღვია, მათ შორის 51 შემხთვევაში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

სახახლო დამცველი მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალული მიმართულებებიდან მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით უნდა შემოიფარგლებოდეს და სისხლის სამართლებრივი წესით არ უნდა ისჯებოდეს.

სახალხო დამცველის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს სპეციალური ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე შესვლა ლეგალურად შეეძლება. დღეისთვის ამგვარ მიმართვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს.  თუმცა, მიმართვის ფორმა და საჭირო დოკუმენტების სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე არ არის განთავსებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე სულ ორი ასეთი ნებართვა აქვთ გაცემული.

სახალხო დამცველის ზრით, ინფორმაცია სპეციალური ნებართვის გაცემის პროცედურის და საჭირო საბუთების შესახებ ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს .

რას ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ?

  • ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი საქართველოს პარლმენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო და ის აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს. კანონის თანახმად, აღნიშნულ რეგიონებში მოგზაურობა, ისევე როგორც იქ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
  • ამ ტერიტორიებზე შესვლა კანონიერად მიიჩნევა მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან: აფხაზეთში – ზუგდიდიდან, სამხრეთ ოსეთში კი – გორიდან. შესაბამისად, ის, ვინც ამ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან (სოჭიდან, როკის გვირაბიდან) შედის, საქართველოს კანონმდებლობას არღვევს. ეს  იმას ნიშნავს, რომ თბილისის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე მოხვედრის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს, საზღვრის განმეორებით უკანონო გადაკვეთა კი თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ისჯება.

რა ცვლილებების განხორციელება სურს მთავრობას ?

  • 2013 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამ ცვლილების თანხმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის პირველი შემთხვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაისჯება.
  • კანონში ცვლილებების შეტანის მთავარ მიზეზად ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შენიშვნებს ასახელებდა.
  • ოპოზიცია კი ამ ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევდა. ხელსუფლების ოპონენტების ზრით, არ შეიძლება ქვეყნის საზღვრის დარღვევა სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებული წესით ისჯებოდეს.  ეს, ფაქტობრივად, ტერიტორიების ნაწილზე საკუთარი სუვერენიტეტის უარყოფას ნიშნავს. 2013 წლის შემდეგ პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვას არ დაბრუნებია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არემთხვეოდეს 
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ