შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები არ არსებობს" />

საქმე რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ შეწყდა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები არ არსებობს

REUTERS/Tatyana Makeyeva

სისხლის სამართლის საქმე რუსული გამოცემა მედუზა-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის წინააღმდეგ შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოცოევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება მოეხსნა, რადგან არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ჟურნალისტი დანაშაულში მონაწილეობდა. დღეს მას შინაპატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

6 ივნისს პოლიციამ გოლუნოვი მოსკოვში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ივან გოლუნოვს აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატმრობა მიესაჯა.

ხვალ, 12 ივნისს მოსკოვში ივან გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით დიდი მარშის მოწყობა იგეგმებოდა.


ასევე წაიკითხეთ