შვეიცარიულმა კომპანიამ მოხსენება წარმოადგინა. შეხვედრები გაგრძელდება" />

საქართველო და რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების მონიტორინგს დაიწყებენ

შვეიცარიულმა კომპანიამ მოხსენება წარმოადგინა. შეხვედრები გაგრძელდება

ჟენევაში 6 თებერვალს პირველად გაიმართა ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყების დელეგაციების შეხვედრა, რომლებიც შვეიცარიის შუამავლობით, ფორმალურად უკვე შეუდგნენ  „საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმების ძირითადი პრინციპებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის“ შესახებ შეთანხმების განხორციელებას, რომელსაც 2011 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

• მოსკოვო-სოხუმი-თბილისი-ერევანი

• საქართველოჩრდილოეთ ოსეთი: უხილავი კავშირები

როგორც საქართველოს შემოსავლების სამსახური იუწყება, პირველ შეხვედრაზე შვეიცარიულმა კომპანიამ SGS, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს, მხარეებს საკუთარი მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოხსენება წარუდგინა. შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელება შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება, – ნათქვამია შეტყობინებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, SGS-ის მოხსენების გარდა,  შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მსჯელობაც გაიმართა. შეხვედრაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აზრთა გაცვლა-გამოცვლის გაგრძელება იგეგმება.

შეთანხმების განხორციელების საკითხი დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც რიგი რუსული მედია ირწმუნებოდა, რომ საქართველო საბაჟო საგუშაგოების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ზოლზე დადგმას დათანხმდა. თბილისში ეს ინფორმაცია უარყვეს, და განაცხადეს, რომ საუბარი მხოლოდ ნეიტრალური დამკვირვებლების მიერ ტვირთების მონიტორინგს შეეხება.

რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის შესახებ? მოკლედ სკანდალურ დოკუმენტზე

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ