ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ფარული მიყურადება 9 ათასზე მეტ ადამიანზე განხორციელდა " />

საქართველოში სულ უფრო მეტ მოქალაქეს ფარულად უსმენენ

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ფარული მიყურადება 9 ათასზე მეტ ადამიანზე განხორციელდა

არასამთავრობო ორგანიზიაციის მტკიცებით, საქართველოში ფარული მოსმენების და თვალთვალის რეკორდი მოიხსნა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 9 ათას ადამიანის ფარულად უსმენდნენ ან უთვალთვალებდნენ. ეს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინა. ცნობების წყარო სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზია.

რამდენს და რატომ უსმენენ

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ფარული მოსმენების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.

2015 წელს სასამართლოს საგამოძიებო უწყებებიდან ფარული მოსმენა-მიყურადების ნებართვის მოსაპოვებლად 2719-ჯერ მიმართეს, 2018 წელს კი  – უკვე 9606-ჯერ. აღნიშნული მოთხოვნების 97 პროცენტი კი მოსამართლემ დააკმაყოფილა.

IDFI-ის თანახმად, სამართალდამცველები ფარული მიყურადების ნებართვას ითხოვენ ძირითადად  თაღლითობის, გამოძალვის, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობისა, ქრთამის აღებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადების საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით.

რას ნიშნავს ეს მონაცემები

IDFI აღნიშნავს, რომ 2017 წელს ფარული მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას არ მოჰყოლია იმ პრობლემების მოგვარებარომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანიაეს შენ გეხებასფარგლებში აპროტესტებენ.

კამპანიაეს შენ გეხებასამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან გაერთიანებულები. კამპანია პირველად 2012 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ კამპანიის წევრები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ.

 

კამპანია ხელმეორედ განახლდა 2014 წელს, ამჯერად ფარული მოსმენისა და მიყურადების წინააღმდეგ.  2015 წელს კამპანიის “ეს შენ გეხებაწევრმა ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნითრასაც 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა

 

2017 წლის მარტში პარლამენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების მიზნით,  ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. პროექტის მთავარი სიახლე ოპერატიულტექნიკური სააგენტოს შექმნა იყო. 
იმის გამო, რომ სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს, ისევ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაში რჩება, კანონპროექტს, ოპოზიციის გარდა, აქტიურად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

“ეს არის პრობლემა, თუ რაზე ხარჯავს ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს და რესურსებს სახელმწიფოარასწორ მიზნებზე”, – ასე შეაფასა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოდან” გიორგი კანდელაკმა IDFI- ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა.

ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში როგორ იდება ფარული ჩანაწერებიარალეგალური გზით მოპოვებული ოპოზიციის ლიდერებზე, ზოგი ფაბრიკაციაა, ზოგი ნამდვილი ჩანაწერიამათ შორის პირად ცხოვრებაზე. სამაგიეროდ, ვხედავთ როგორ არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს. მაგალითად აღმოჩნდა, რომ ის სახლი, სადაც (2017 წლის დეკემბერში თბილისში სპეცოპერაციის შედედაგ მოკლული აჰმად ჩატაევი) და ტერორისტები იმყოფებოდნენ, ფარული მიყურადების ქვეშ არ იყო. ამ წლების განმავლობაში რუსეთის არც ერთი ჯაშუში არ დაუკავებიათ“,განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფარული ჩანაწერების გავრცელება – მოუგვარებელი პრობლემა

წლების განმავლობაში პოლიტიკოსების და მოქალაეების პირად ცხოვრებაზე თვალთვალი და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება საქართველოში პრობლემად რჩება.

ბოლო ასეთი პრეცედენტი მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა, როდესაც,  სავარაუდოდმმართველი პარტია ქართული ოცნებისდეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებას ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა.  

ვიდეოს გავრცელება დროში დაემთხვა ეკა ბესელიას დაპირისპირებას საკუთარ თანაგუნდელებთან უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების გამო

ამ ჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია, ფარული ჩაწერა ვინ განახორციელა.  

სკანდალი მოჰყვა პოლიტიკოს ქალთა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას 2016 წლის  მარტში. სწორედ ამას მოჰყვა კამპანიის “ეს შენი გეხება” გააქტიურება და მათი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მოსახლეობაზე ფარულ თვალთვალში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მთავრობა ამტკიცებს, რომ მაშინ შექმნილი ყველა ფარული ჩანაწერი განადგურებულია.

 


ასევე წაიკითხეთ