საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა" />

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა.

გადაწყვეტილება არ ეხება მარიხუანის მოყვანას, ან გაყიდვას.

30 ივნისის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრების ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა. ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანის მოხმარებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ.

ჯაფარიძე და მეგრელიშვილი აცხადებდნენ, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს და რომ მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

“კი, ჩცემი სხეული არის ჩემი, მეტი არავისი და რასაც მინდა იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების, ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია, თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სასამართლომ კიდევე რთხელ გაუსვა ხაზი ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობას.

ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა. მაშინაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მარიხუანის მომხმარებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.


ასევე წაიკითხეთ