სალომე ზურაბიშვილის მეორე პოლიტიკური სკანდალი ორი დღის განმავლობაში " />

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა არ გვინდა

სალომე ზურაბიშვილის მეორე პოლიტიკური სკანდალი ორი დღის განმავლობაში

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის წინააღმდეგია, ვინაიდან ეს “პროვოკაციად იქნება აღქმული”.

ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?

გია ნოდიას თვალსაზრისი: რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?

ამერიკის პრეზიდენტის ტვიტერთან დაკავშირებული სკანდალიდან მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ხელისუფლების ოპონენტები განმარტებებს მთავრობისგან ითხოვენ.

რა თქვა ზურაბიშვილმა  

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო გახსნაზე.

არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ.

არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან.

ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“,განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

• საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს შეიძენს

ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილს უკვირს, რატომ დადგა დღის წესრიგში საქართველოში ამერიკული ბაზის საკითხი.  

როგორც ვიცი, არანაირი მსჯელობა ან განხილვა ამ თემის არ მიმდინარეობს. ამერიკული ბაზების საკითხი დღის წესრიგი არ დგას და არ მგონია, რომ ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ. თუმცა, აშშ-სთან ნებისმიერ სამხედრო თანამშროლობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია”, — თქვა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი კი ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტს ამერიკული ბაზის წინააღმდეგი არ იქნება.  

„პრეზიდენტ შეიძლება თავის მოსაზრება გააჩნდეს, თუმცა არ მგონია გრძელვადიან პერიოდში სალომე ზურაბიშვილს იგივე აზრი ჰქონდეს. ალბათ, იგულისხმა ფუნდამენტალურად მომზადება იმ საკითხების, რასაც ჰქვია ბაზის მშენებლობა ან ნატო-ს წევრობა. დამატებითი შეკითხვები მას უნდა მისცეთ,“-განაცხადა ვოლსკიმ.

მოგვიანებით მართელი პარტიის სახელით განცხადება თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.  მისი თქმით, ზურაბიშვილი მმართველი პარტიის, და შესაბამისად მთავრობის, პოზიციას არ გამოხატავს.

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან.“ ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის…შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება,ქალბატონ სალომეს პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ”, – განაცხადა კალაძემ.

ოპოზიცია

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს, რომ განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ამერიკული სამხედრო ბაზა არ გვინდა, არის სახელმწიფოს პოზიცია და შეთანხმებული იყო მთავრობასთან, ან უარყოს ეს, – განაცხადა ზურაბიშვილის პოზიციის კომენტირებისას

ფრაქციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით არ აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და ეს საკითხები საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას.

მან თუ ასე გააგრძელა, იმპიჩმენტით დაამთავრებს“,აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში გაჟღერებული გზავნილები მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და ეს ქვეყანა უნდა იყოს მხოლოდ ოკუპანტი რუსის ჯარის ამარა. მე მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას საქართველოს მთავრობისგან, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამომავლო ნატო-ში გაწევრიანების ვალდებულებას და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში,“-განაცხადა დავით ბაქარაძემ.

საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა

თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც აშშ-მ ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის დაფინანსება დაიწყო.

საქართველო სამხედრო კონტინგენტს აგზავნიდა აშშ-ის ერაყისა და ნატო-ს ავღანეთის მისიებში.

თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ითვალისწინებს. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს სამხედრო სპეციალისტებს მომზადებაში და თავდაცვის ძალების რეფორმირებაში.

2017 წელს ვაშინგტონმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის თანამედროვე ამერიკული შეიარაღების – ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდების შესახებ.

აშშ, ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, რეგულარულად მონაწილეობს ერთობლივ წვრთნებში საქართველოს ტერიტორიაზე.

რაიმე მოლაპარაკება ან დისკუსია თბილისსა და ვაშინგტონს შორის საქართველოში აშშ-ს სამხედრო ძალების მუდმივად განლაგებაზე ამ დრომდე არ ყოფილა.


ასევე წაიკითხეთ