მეგობრების სიაშია აზერბაიჯანი, უკრაინა და თურქეთიც" />

CRRC-ის კვლევა: საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკაა, მთავარი მტერი – რუსეთი

მეგობრების სიაშია აზერბაიჯანი, უკრაინა და თურქეთიც

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის “კავკასიის ბარომეტრი 2017” თანახმად, საქართველოს მთავარ მეგობრად გამოკითხულთა 25% ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს , 7% – აზერბაიჯანს, 7% – უკრაინას, 6% – თურქეთს, 6% – რუსეთს. გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მეგობარი, 25%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება მთავარ მტერს, გამოკითხულთა 40% რუსეთს ასახელებს, 3%- თურქეთს, 6% – სხვას, 21% – არც ერთს, 30%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

CRRC-საქართველომ გამოკითხვა ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონული პროექტია. გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია. 

ამავე თემაზე

NDI-ის კვლევა. რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის შიდა და საგარეო პრობლემებზე. მოკლედ ყველაზე მთავარი

NDI-ის კვლევა. რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის შიდა და საგარეო პრობლემებზე. მოკლედ ყველაზე მთავარი

ერევანმა სომხურ-თურქული პროექტები გააუქმა, სახმელეთო საზღვარი კი ისევ დაკეტილი რჩება

ერევანმა სომხურ-თურქული პროექტები გააუქმა, სახმელეთო საზღვარი კი ისევ დაკეტილი რჩება

ვიდეოგამოკითხვა აფხაზეთში: რა არის ღირსების კოდექსი „აფსუარა“ და უნდა დაიცვან თუ არა ის?

ვიდეოგამოკითხვა აფხაზეთში: რა არის ღირსების კოდექსი „აფსუარა“ და უნდა დაიცვან თუ არა ის?

რამდენად უწყინარია მილიარდერის ჰობი? ქუჩის გამოკითხვა მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესზე

რამდენად უწყინარია მილიარდერის ჰობი? ქუჩის გამოკითხვა მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესზე

რუსეთიდან დასავლეთისკენ, დასავლეთიდან რუსეთისკენ

რუსეთიდან დასავლეთისკენ, დასავლეთიდან რუსეთისკენ

საქართველო რუსულ საფრთხეს ოფიციალურად აღიარებს

საქართველო რუსულ საფრთხეს ოფიციალურად აღიარებს

სომხეთში არ სჯერათ, რომ რუსეთი აზერბაიჯანს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს

სომხეთში არ სჯერათ, რომ რუსეთი აზერბაიჯანს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს

სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია

სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია

ყარაბაღი; შიდაპოლიტიკური პროცესები საქართველოში; რუსეთი -უკრაინის, თურქეთი კი აშშ-ის წინააღმდეგ

ყარაბაღი; შიდაპოლიტიკური პროცესები საქართველოში; რუსეთი -უკრაინის, თურქეთი კი აშშ-ის წინააღმდეგ

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ