სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა ბერა ივანიშვილს შეახსენეს, რომ მის სამშობლოშიც ბევრი პრობლემაა" />

ბერა ივანიშვილი მილიონ დოლარზე მეტის გადარიცხვას აპირებს ამაზონის ტყის გადასარჩენად

სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა ბერა ივანიშვილს შეახსენეს, რომ მის სამშობლოშიც ბევრი პრობლემაა

ბერა ივანიშვილი

ქართველი მილიარდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, მუსიკოსი და პროდიუსერი ბერა ივანიშვილი მილიონ დოლარს გადარიცხავს ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში.

• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება

• მოსაზრება: ბრაზილიაში ტყის ხანძრები ორგანიზებული იყო, უნდა გაიმართოს სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის

ამის შესახებ ის ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

„ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ესაა მოწოდება მოქმედებისკენ. დღეს მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია.

დიდი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც, მჯერა, შეუძლია ცვლილებების გამოწვევა და შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ჩემი ოჯახის კონტრიბუციაც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ“, – ამბობს ბერა ივანიშვილი ვიდეოში.

ქვეყნის არაფორმალური ლიდერის შვილის ვიდეომ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

ძირითადად, ქართველი მომხმარებლები ბერა ივანიშვილს ახსენებენ ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის მაღალ დონეს, სიღატაკესა და სხვა პრობლემებს, მათ შორის, ეკოლოგიურს, რომელიც საქართველოში აღელვებთ და სვამენ კითხვას, „რატომ ეხმარება ბრაზილიას და არა საკუთარ ქვეყანას?“.


ასევე წაიკითხეთ