ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, პოლონეთი" />

საქართველომ ღვინის ექსპორტი 59 პროცენტით გაზარდა

ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, პოლონეთი

2017 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. ეს მაჩვენებელი  59%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთო ჯამში, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 134,6 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 52%-ით მეტია.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი – 38 355 125 ბოთლი; 
  2. უკრაინა – 6 237 652 ბოთლი; 
  3. ჩინეთი – 6 086 733 ბოთლი; 
  4. ყაზახეთი – 2 671 845 ბოთლი;
  5. პოლონეთი – 2 151 342 ბოთლი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში:

  1. საფრანგეთი – 187% (98 194)
  2. ისრაელი – 149% (180 824)
  3. რუსეთი – 87% (38 355 125)
  4. აზერბაიჯანი 76% (102 342)
  5. აშშ – 68% (394 464)
  6. გერმანია – 57% (367 342)
  7. უკრაინა – 48%(6 237 652)
  8. ბელარუსი – 42% (1 318 852)
  9. ჩინეთი – 41% (6 086 733)
  10. ლატვია – 31% (1 279 718)
  11. პოლონეთი – 18% (2 151 342)

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.


ასევე წაიკითხეთ