აქციის ჩატარების მიზეზად აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მომხდარი დარბევის 31-ე წლისთავი იქცა" />

„აზერბაიჯანისთვის დასათმობი ტერიტორია არ არსებობს“ – აქცია ერევანში

აქციის ჩატარების მიზეზად აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მომხდარი დარბევის 31-ე წლისთავი იქცა

ერევნის თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. დაახლოებით 2000 ადამიანი იმ მოთხოვნით გამოვიდა, რომ მთავრობა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს ტერიტორიულ დათმობებზე არ წავიდეს.

რას მოითხოვდნენ მომიტინგეები

აქციის მონაწილეებმა სომხური 100- მეტრიანი სამფერიანი დროშა და მრავალი ტრანსპარანტი გაშალეს. საპროტესტო აქციების მთავარი ლოზუნგები შემდეგი იყო: „აზერბაიჯანისთვის დასათმობი ტერიტორიები არ არსებობს“, „თავისუფლების გარანტი – მძლავრი ერონული არმიაა“, „ყარაბაღი – ტერიტორია არ არის, წმინდა სამშობლოა“.

მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ გზით ისინი არამხოლოდ სომხეთის ხელისუფლებას მიმართავენ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც: ქვეყანა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ჩაბარებაზე არ წავა.

ორგანიზატორებმა თავიდან განაცხადეს, რომ აქციას პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს, ხოლო ასეთი ლოზუნგებით მიტინგის ჩატრება მათ გამაფრთხილებელ ზომად მიაჩნიათ.

 „ამაზე ლაპარაკს აზრი ყოველთვის აქვს. აქცია იმისთვისაა, რომ მუდამ ყურადღებით ვიყოთ. ეს ბრალდება არ არის, აქცია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ ტარდება“, – თქვა ეროვნული საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა რუბენ გევორქიანმა.

დემონსტრაციაში მონაწილეობა ყარაბაღის ომის ვეტერანებმა მიიღეს.

რატომ ჩატარდა აქცია სწორედ დღეს

აქციის სწორედ დღეს ჩატარების მიზეზად აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მომხდარი დარბევის წლისთავის იქცა.

სუმგაითის დარბევა 1988 წლის 26 თებერვალს საღამოს დაიწყო და 29 თებერვლამდე გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, პლაკატებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული ხალხის მასა ბინებში დადიოდა და სომეხ ოჯახებს ეძებდა. დარბევას თან ახლდა ძარცვა, მკვლელობები და ბინების გადაწვა. სომხური წყაროების მონაცემებით, მსხვერპლმა რამდენიმე ასეული ადამიანი შეადგინა. ასამდე მათგანი დაიღუპა. სუმგაითის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანიდან სომხეთში პირველი დევნილები ჩავიდნენ.

 

ბრიტანელი ჟურნალისტი თომას დე ვაალი თავის წიგნში „შავი ბაღი“, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის ისტორიას ეხება, წერდა: „ეს მოვლენები თანამედროვე საბჭოთა ისტორიაში მასობრივი ძალადობის პირველ წყაროდ იქცა“.

ერევანში გამართული მსვლელობა მემორიალური კომპლექსიდან, ციცერნაკაბერდიდან დაიწყო. მონაწილეებმა სუმგაითის მსხვერპლთა ძეგლთან ყვავილები დადეს, შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

მოლაპარაკებები ყარაბაღთან დაკავშირებით

სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახლებურ პოლიტიკას წარმართავდა. კერძოდ, ის დაბეჯითებით დგას იმ აზრზე, რომ ყარაბაღის მხარემ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ისევ მიიღოს. ფაშინიანი ამას იმით ასაბუთებს, რომ ყარაბაღელ ხალხს ის არ აურჩევია.

იმავდროულად, სომხეთის პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა უკვე გამართეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხის მოგვარების პროცესში ისინი ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობას არ განიხილავენ. მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ შემდეგ კონცეფციაზე მსჯელობას „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“,  ანუ სამშვიდობო მოლაპარაკების ხელმოწერის სანაცვლოდ –  აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე,  ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სარტყელის ტერიტორიების გადაცემას არ დაუშვებს.

ბოლო დროს ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.  ამ შეხვედრების შედეგების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ მხარეები ხალხების „მშვიდობისთვის მომზადებაზე“ შეთანხმდნენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ