მაგრამ შესაძლებელია თუ არა რუსეთის ფედერაციაში შესვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების გაერთიანება " />

სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი ოპოზიციური ჯგუფი გაერთიანდეს

მაგრამ შესაძლებელია თუ არა რუსეთის ფედერაციაში შესვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების გაერთიანება

სამხრეთ ოსეთში, სადაც 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა.

ედუარდ კოკოითიმ, რომელიც თავს ოპოზიციის ლიდერად წარადგენს, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად არ დაარეგისტრირა, თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნებში მის პოტენციურ მეტოქეს – ახლანდელ სპიკერს ანატოლი ბიბილოვს დაუჭირონ მხარი.

ამ მოწოდებაში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ აქამდე კოკოითი და ბიბილოვი დიამეტრალურად განსხვავებულ პოზიციას ავლენდნენ სამხრეთი ოსეთისთვის ყველაზე მთავარ საკითხთან მიმართებით: ისევ გააგრძელონ თუ არა იმის მოთხოვნა, რომ არამხოლოდ რუსეთმა, არამედ მთელმა მსოფლიომ აღიაროს სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ (კოკოითის პოზიცია) – თუ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე იზრუნონ.

30 მარტს „ჩემპიონთა ლიგის“ შენობაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კოკოითი ჩვეულებისამებრ თავის მომხრეებს ხვდება, მან მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ხმა ანატოლი ბიბილოვს მისცენ.

ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ფეისბუკში ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

სახასიათო აზრები:

„ლეონიდ თიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი) არჩევნებში აშკარად დამარცხდება“.

„ახლა ანატოლი ბიბილოვი პირველივე ტურში გაიმარჯვებს“.

„გაოცებული ვარ იმით, რომ ბიბილოვი და კოკოითი, რომლებსაც სრულიად განსხვავებული პოზიციები აქვთ, ერთიანდებიან. დღემდე ერთმანეთი სძულდათ, ახლა კი გაერთიანება გადაწყვიტეს. გაიძვერები არიან?“

„თუ თქვენ კოკოითის მომხრეები ხართ და ბიბილოვს დაუჭერთ მხარს – მაშინ ნახირი ყოფილხართ, და საითაც მოუნდებათ იქით გაგრეკავენ“.

„კოკოითიმ გადაწყვიტა, ბიბილოვი პოლიტიკურ მოუსავლეთში თან გაიყოლოს! დარწმუნებული ვარ, თავად ბიბილოვიც შოკშია“.

„მინდა, კოკოითის მომხრეებს ვკითხო, – ჯერ კიდევ გუშინ გაიძახოდით, რომ თიბილოვი, ბიბილოვი და გაგლოევი – ერთი და იგივე თეატრის მსახიობები და სურკოვის მარიონეტები არიან. ახლა რაღა შეიცვალა?

 

სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 9 აპრილს არის დანიშნული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა რესპუბლიკის მეთაური ლეონიდ თბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ