რა არის ConIFA და როგორ მიმდინარეობდა ეს ტურნირი 1-9 ივნისს ყარაბაღში" />

სამხრეთი ოსეთი – „არაღიარებულთა ტურნირ“ ConIFA-ს ჩემპიონი

რა არის ConIFA და როგორ მიმდინარეობდა ეს ტურნირი 1-9 ივნისს ყარაბაღში

სამხრეთ ოსეთის ნაკრებმა მოიგო ConIFA-ს ეგიდით გამართული ევროპის არაღიარებული ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც ყარაბაღში 1-დან 9 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ConIFA იშიფრება, როგორც დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია. ის 2013 წელს შეიქმნა და იმ ნაკრებებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას გულისხმობს, რომლებიც ფიფას ან კონტინენტური კონფედერაციების შემადგენლობაში არ შედიან – ვინაიდან ეს რესპუბლიკები არ უცნია ფართო საერთაშორისო საზოგადოებას. ConIFA-ს გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ, მართავს მსოფლიოსა და ევროპის თასებს და დღეისათვის 40 ნაკრებს ითვლის. ორგანიზაციის შტაბბინა შვედეთის ქალაქ ლულეოში მდებარეობს.

ფინალურ მატჩში ოსებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0, სძლიეს დასავლეთ სომხეთის ნაკრებს.

ოფიციალურად, დასავლეთი სომხეთი – ესაა აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი თურქეთში. დასავლეთ სომხეთად წოდებულ რეგიონს ტერიტორია არ აქვს, თუმცა ჰყავს პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკები – JAMnews.

ახლა სამხრეთ ოსეთის ნაკრები მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ანუ შემდეგ ჩემპიონატამდე, კონიფას ვერსიით ევროპის ჩემპიონად ჩაითვლება.

ფოტო: სააგენტო РЕС (სამხრეთ ოსეთი)

ამჯერად, „არაღიარებულთა ჩემპიონატში“ მონაწილეობდა არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების 8 გუნდი. ყველა მათგანისთვის ConIFA-ს ტურნირები შეჯიბრების ერთადერთი შანსია, რადგან დიდ მსოფლიო ტურნირებზე მოხვედრა მათ არ შეუძლიათ.

დაწვრილებით – რა არის ConIFA და როგორ ეჯიბრებოდა 8 გუნდი ერთმანეთს ყარაბაღში

სტეპანაკერტის შაუმიანის სახელობის სტადიონზე გამართულმა ფინალურმა მატჩმა 10 000-ზე მეტ მაყურებელს მოუყარა თავი.

თამაშს დრამატიზმი შესძინა იმ ფაქტმა, რომ ძირითადს დამატებულ დროში სამხრეთ ოსეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა და მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო.

ჩემპიონატზე მესამე ადგილი აფხაზეთის ნაკრებმა დაიკავა. მან ფრედ, 0:0 ითამაშა ძირითადი დრო ჩიმერიის დროშის ქვეშ მოთამაშე ალბანელების ნაკრებთან, თუმცა პენალტების სერიაში უფრო იღბლიანი გამოდგა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ