წინასაარჩევნო ბატალიები სამხრეთ ოსეთში, წვრილმანები" />

სამხრეთი ოსეთის ექს-პრეზიდენტი ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

წინასაარჩევნო ბატალიები სამხრეთ ოსეთში, წვრილმანები

სამხრეთი ოსეთის მოქმედ პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება უნდა ჩამოერთვას – ამგვარი განცხდებით გამოვიდა ცხინვალში საკუთარი ამომრჩვლების წინაშე ცნობილი სამხრეთელი ოსი პოლიტიკოსი ედუარდკოკოითი

Thumbnail and cover

სამხრეთი ოსეთის ექს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათ თავად მიიღო რეგისტრაციაზე უარი, მას შემდეგ, რაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი უკვე ჩატარებულია.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა დისტანციიდან უნდა მოხსნას მოქმედი პრეზიდენტი თიბილოვი. არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ მოქმედმა პრეზიდენტმაც და ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმაც კანონი დაარღვიეს. პრეზიდენტმა დაფარა და დეკლარაციაში არ მიუთითა ავტომობილის ფლობის შესახებ, ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა კი ის მაინც დაუშვა არჩევნებზე. ეს არის საარჩევნო რბოლიდან მისი მოხსნის საფუძველი“, – განაცხადა კოკოითიმ, – წერს სააგენტო „რეგნუმი“. 

კოკოითიმ შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტებს წარუდგინა იმის დამადსტურებელი საბუთი, რომ სამხრეთი ოსეთის ახლანდელ პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს ეკუთვნის არადეკლარირებული ავტომობილი „შევროლე ნივა“. ჟურნალისტებს ასევე უჩვენეს  სატრანსპორტო გადასახადებისა და ჯარიმების გადაუხდელობის ამსახველი  დოკუმენტები.

სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო კანონმდებლობის მიხედვით, არადეკლარირებული ქონება რეგისტრაციაზე უარის საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ასე ჩამოერთვა 9 აპრილს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება თავად ედუარდ კოკოითის. მის დეკლარაციაში არ იყო მითითებული მისი ცოლის კუთვნილი ავტომობილი – თუმცა კოკოითი ამ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ხსენებული ავტომობილი 2016 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ წარმოადგენს  მათი ოჯახის საკუთრებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სამხრეთი ოსეთის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე ვერ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ცენზის პირობა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრებას გულისხმობს.

ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული მოთხოვნა ჯერჯერობით მხოლოდ მისი მისამართით გაკეთდა. და ახლა ის სამართებრიცი გზით,  კანონიერების ფარგლებში შეეცდება სამართლიანობის მიღწევას.

სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, დღეს სამხრეთი ოსეთის  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა:

  • მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი;
  • პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი;
  • КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი

კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება პარლამენტის დეპუტატი ალან კოზნოვი. სამხრეთი ოსეთის ყოფილ მეთაურს ედუარდ კოკითის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს, და თან ამ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის 15 წევრიდან ხმა 14-მა მისცა.

სხვა კანდიდატების არსებობა უკვე შეუძლებელია, რადგან საბუთების სარეგისტრაციოდ  მიღება 5 მარტს დასრულდა.

სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დღითიდღე იძაბება. 3 მარტს ედუარდ კოკოითის მომხრეებს ცხინვალში საერთო სახალხო შეკრების მოწყობა სურდათ, მაგრამ მერიამ მათ ამის უფლება არ მისცა. მიზეზად კოკოითის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის არქონა დასახელდა.

ვინ ელოდება კოკითის სამხრეთ ოსეთში? როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის მომხრეები. და ვინ არ ელოდება კოკოითის? ეს უფრო ძნელი სათქმელია – ედუარდ კოკოითისა და პოლიტიკაში მისი ახლანდელი დაბრუნების ფენომენის შესახებ იხილეთ JAMnews-ზე.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არემთხვეოდეს
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ