საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა " />

სააკაშვილი უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 130 დოლარით დაჯარიმდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა

მიხეილ სააკაშვილმა – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი უკრაინის ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა – 3, 400 გრივენის (130 დოლარის) ოდენობის ჯარიმა და 320 გრივენის (დაახლოებით 12 დოლარი) ოდენობის სასამართლო მოსაკრებელი უნდა უნდა გადაიხადოს.

ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანანონოდ გადაკვეთში დამნაშავედ ცნეს.

როგორც უკრაინული ტელეარხი „ჰრომადსკოე“ იუწყება,  თავად სააკაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა – ის ჩერკასკის ოლქში შეხვედრებს მართავდა.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი განკარგულებით სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიზეზად ის დასახელდა, რომ მოქალაქეობის მოთხოვნისას სააკაშვილმა არასწორი ინფორმაცია მიუთითა, კერძოდ მან დამალა, რომ  საქართველოში მის წინააღმდდეგ გამოძიება მიმდინარეობს.   

სააკაშვილი მისთვის  მოქალაქეობის ჩამორთმევის მომენტში აშშ-ში იმყოფებოდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოროშენკო პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა დარჩენილი, პოროშენკოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ის მოქალაქობის არმქონე პირად იქცა. უკრაინის ხელისუფლებამ მისი პასპორტის გაუქმების შესახებ განაცხადა, რასაც სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, რომ აშშ-დან პოლონეთში ჩეფრენილიყო, შემდეგ კი ევროპაში ემოგზაურა.   

10 სექტემბერს სააკაშვილმა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა – მომხრეების მასამ სამართალდამცავთა კორდონი გაარღვია და ის უკრაინულ მხარეს „გადაიყვანა“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ კანონი თავად დაარღვია, როდესაც ცდილობდნენ, რომ მისთვის  სასაზღვრო კონტროლის გავლაში ხელი შეეშალათ, და   მოქალაქობის ჩამორთმევის შესახებ სასმართლოში გასასაჩივრებლად წარსადგენი საბუთები არ გადაეცათ.

უკრაინის შინაგან სქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის მომენტში 11 პოლიციელი და 5 მესაზღვრე დაზარალდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე მომხდარი შეტაკების გამო, პოლიციამ  5 ადამიანი დააკავა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ