სოციალურ ქსელებში ამის გამო უამრავი მემი გაჩნდა" />

სააკაშვილის დესანტი – ის შვილთან და მომხრეებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინისკენ მიემართება

სოციალურ ქსელებში ამის გამო უამრავი მემი გაჩნდა

მიხეილ სააკაშვილი თავის 11 წლის ვაჟთან ერთად უკრაინისკენ გაემგზავრა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ამის შესახებ თავის ფეიბუკ აკაუნტზე განაცხადა.

„ჩვენ ყველა უკრაინაში მივემგზავრებით! არ არის საჭირო ჩვენი ძალადობით და პროვოკაციებით, დაშინება. მე საზღვარზე ჩემს 11 წლის ვაჟთან ერთად იმის სრული იმედით მივდივარ, რომ არანაირი ექსცესები არ იქნება“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი აპირებს, რომ უკრაინაში სასამართლოს ძალით იბრძოლოს მოქალაქეობის აღდგენისთვის.

2017 წლის 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი ბრძანებულებით სააკაშვილს ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც სააკაშვილს 2015 წელს მისივე ბრძანებულებით მიენიჭა. უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ცნობის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას საკუთარი თავის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

თავად სააკაშვილის ვერსიით, ეს არის იმის მცდელობა, რომ მას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება არ მისცენ.

ჯერ კიდევ 17 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ის უკრაინაში, ლვოვის ოლქში პოლონეთიდან, „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტიდან შევა. მისი თქმით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებულება კანონიერადაც რომ მივიჩნიოთ, უკრაინის ხელისუფლებას მისი ქვეყანაში არშეშვების უფლება არ აქვს. „მოქალაქეობის არმქონე პირიც რომ ვიყო, უკრაინა მაინც ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია“, – უკვე არაერთხელ განაცხადა სააკაშვილმა.

ამავდროულად, უკრაინამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სააკაშვილის ძებნის, დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო. საქართველოში მას ბრალად სდებენ გაფლანგვას, სხვისი ქონების მიტაცებას, და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

იხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების პერსპექტივამ ქვეყანაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, მათ შორის – ირონიულიც, თანაც ძირითადად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მისამართით.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ