მემანქანეებს, რომლებიც უსაქმოდ დარჩნენ, ამას სომხეთის უსაფრთხოებისთვის მუქარად მიიჩნევენ" />

რუსულმა კომპანიამ სომეხი რკინიგზელები რუსეთიდან მოწვეულებით შეცვალა

მემანქანეებს, რომლებიც უსაქმოდ დარჩნენ, ამას სომხეთის უსაფრთხოებისთვის მუქარად მიიჩნევენ

Южно-кавказские железные дороги, Гюмри, железная дорога, Российские железные дороги, СНБ, прокуратура, полиция, локомотивное депо

სომხეთის მეორე ქალაქის, გიუმრის ლოკომოტივის დეპოს თანამშრომლებმა ეროვნული უშიშროების სამსახურს, პროკურატურასა და პოლიციას მიმართეს. ისინი ამ ნაბიჯზე მას შემდეგ წავიდნენ, რაც სამსახურში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ნაცვლად, რუსეთიდან მიწვეული მემანქანეები მუშაობდნენ.

„სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზები“ – „რუსეთის სარკინიგზო ხაზების“ 100-პროცენტიანი შვილობილი კომპანიაა. 2008 წლის დასაწყისიდან სომხეთმა   დახურული სახელმწიფო სააქციო საზოგადოების კომპანია „რუსეთის სარკინიგზო ხაზებისთვის“ 30 წლით გადაცემის შესახებ კონცენსიური შეთანხმებას მოაწერა ხელი.

 

კონცენსიური შეთანხმება ინვესტორის სახსრებით იმ საწარმოს რეკონსტრუირებას ნიშნავს, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენს. კომპანია-ინვესტორი სახელმწიფო გადასახადების გადახდის პირობით, საწარმოს ექსპლუატირებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იღებს.

სომეხ რკინიგზელებს სამუშაოდან ჩამოშორების თაობაზე წინასწარ არაფერი აცნობეს. ადგილობრივი მემანქანეების თქმით კი, რუსი კოლეგები სამუშაოს შესრულებას პრაქტიკულად სომხეთში ჩასვლისთანავე შეუდგნენ. მათ გამოსაცდელი ვადა არ გაუვლიათ, და ტექნიკასა და ტერიტორიას არც კი გასცნობიან.

მოსკოვი-სოხუმი – სოხუმი/და -თბილისი-ერევანი

რა მოხდა. წვრილმანები

როგორც სომხური ქსელური გამოცემა „აიკაკან ჟამანაკი“ (სომხეთის დრო) იუწყება,  რკინიგზის თანამშრომლები 19 ნოემბერს დილით, ჩვეულებისამებრ, სამსახურში მივიდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ნაცვლად, რეისზე რუსეთიდან ჩასული მემანქანეები გავიდნენ. სომეხ რკინიგზელებს მატარებლების მართვის უფლება უბრალოდ არ მისცეს.

 „ჩვენს ბიჭებს უთხრეს: თქვენ რეზერვში გადადიხართ, მატარებლებს რუსები მართავენ. არავითარი ცნობა არ მიგვიღია. სწორედ ახლა ეკიპირება გვაქვს, მაგრამ მივედი და ვხედავ, რომ ჩემი სახელის გასწვრივ წერია „დასვენება საკუთარი ხარჯით“; თუმცა, რატომ – არ უთქვამთ. მე „დასასვენებლად“ გამიშვეს, ჩემს ნაცვლად კი, რუსები მუშაობენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სომეხმა მემანქანემ.

ადგილობრივი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ რუსული კომპანიის ქმედებები სომხეთის ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალოვან სტრუქტურებში გაგზავნილ თავიანთ წერილში ისინი რუსი მემანქანეების პირადი მონაცემებისა და მათ მიერ სომხეთის ტერიტორიაზე მატარებლების მართვის უფლების შემოწმებას მოითხოვენ.

„მათ ამას „გამოცდილების გაზიარება“ უწოდეს, და ჩვენს ადგილებზე რუსები დანიშნეს. ისინი სამუშაოს შესრულებას თითქმის თვითმფრინავებიდან ჩამოსვლისთანავე შეუდგნენ. ისინი არც მატარებლებს იცნობენ , არც მარშრუტს, არც არაფერს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მემანქანემ.

სხვათა შორის, ორი მატარებელი, რომლებსაც რუსი მემანქანეები მართავდნენ, უკვე მწყობრიდან გამოვიდა. ადგილობრივების თქმით, ეს სწორედ იმის გამო მოხდა, რომ მოწვეულმა სპეციალისტებმა ამგვარი მატარებლების მართვა არ იციან.

სომხეთში რკინიგზელებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მატარებლების მოძრაობა აღდგენილია

შესაძლო მიზეზები  –  მემანქანეების ვერსია

სომეხი მემანქანეები დარწმუნებულები არიან, რომ ეს „შეცვლა“ იმ სამდღიანი გაფიცვის გამო მოხდა, რომელიც მათ ოქტომბერში ჩაატარეს. მაშინ ისინი ხელფასების 30-პროცენტიან მატებას მოითხოვდნენ.

 „მაშინ ჩვენ ისინი, ასე ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ, ახლა კი ისინი ასე ცდილობენ, რომ გვიპასუხონ. ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რატომ იქცევიან ასე, გვეუბნებიან – კარგად ვიქცევითო“, – უთხრა ერთ-ერთმა მემანქანემ გამოცემა „აიკაკან ჟამანაკის“ ჟურნალისტს.

რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო, 22 ოქტომბერს მატარებლების მოძრაობა სრულად იყო შეწყვეტილი, მათ შორის – ნავთობროდუქტებისა და მარცვლეულის მიწოდება. სომხეთი ამ პროდუქტების ექსპორტს ეწევა, და მიწოდების შეფერხებას შეიძლებოდა სერიოზული ჯარიმები მოჰყოლოდა. ამიტომ, გაფიცვის მესამე დღეს რკინიგზის ხელმძღვანელობა გაფიცულ რკინიგზელებს მაინც შეხვდა და დათმობებზე წავიდა.

შეხვედრის შემდეგ კომპანიამ „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზები“ გაავრცელა შეტყობინება. მასში ნათქვამი იყო, რომ 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის  მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, და ეს მემანქანეებისთვის ხელფასების, საშუალოდ 19 პროცენტით, გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

მიღებული იყო ასევე ნორმატიული აქტის მიღების გადაწყვეტილება  – 2019 წლის 1 ნოემბრიდან ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის 10-პროცენტიანი ინდექსაციის თაობაზე.

იმავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2019 წელს მემანქანეების ხელფასი უკვე გაიზარდა და 345 ათას დრამს [დაახლოებით $740 ] უდრის. ხოლო ლოკომოტივების მემანქანეების ხელფასის  სომხეთში არსებულ საშუალო ხელფასთან შესაბამისობა 198,6 პროცენტს შეადგენს, ანუ რკინიგზელებს თითქმის ორჯერ მეტს უხდიან.

რა იქნება ამის შემდეგ?

ჯერჯერობით მემანქანეები, გრაფიკის თანახმად, სამსახურში სიარულს გააგრძელებენ. მათ ჯერ ხელთ არ აქვთ წერილობითი უწყება იმის შესახებ, რომ ისინი საქმეს ჩამოაშორეს.

მემანქანეები აღშფოთებულები არიან იმით, რომ მათ განმარტებებს არ აძლევენ იმის თაობაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული მათი სამსახურიდან ჩამოშორება. ისინი უკიდურესი ნაბიჯების გადასადგმელადაც კი მზად არიან – ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად ლიანდაგებზე დასასხდომად, რათა რუს მემანქანეებს ამ ხაზებზე მატარებლების მართვის საშუალება არ მისცენ.

რუსულ კომპანიასთან ურთიერთობა დაძაბულია

კომპანია „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზების “ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ წლის აგვისტოში კომპანიის ოფისში, გადასახდელების გადაუხდელობის ეჭვის გამო, ჩხრეკა ჩატარდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგაც კი აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმისთვის, რომ თითქოს ის  კომპანიაში „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზები“ გამოვლენილ დარღვევებს ფარავდა.

საგამოძიებო კომიტეტი კომპანიის 10-წლიანი საქმიანობის შემოწმებას აგრძელებს.  განსაკუთრებული ყურადღება  შეთანხმების მიხედვით დაპირებული ინვესტიციების ეფექტიანობის შემოწმებას ეთმობა. კომპანიის მიერ დაპირებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 572 მილიონ დოლარს შეადგენს.

შესაძლოა, შექმნილ სიტუაციაში თავის როლი ამ ყველაფერმაც შესარულა. ჯერჯერობით არც სარკინიგზო კომპანიისა და არც სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ან გამარტება არ გაკეთებულა.


ასევე წაიკითხეთ