რუსების 67 პროცენტს სურს, რომ 2018 წლის შემდეგ პუტინი პრეზიდენტად დარჩეს" />

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პუტინის რეიტინგმა პიკს მიაღწია

რუსების 67 პროცენტს სურს, რომ 2018 წლის შემდეგ პუტინი პრეზიდენტად დარჩეს

მოსკოვის სოციოლოგთა ჯგუფმა „ლევადა-ცენტრმა“ ახლახან ექსპერიმენტი ჩაატარა – დასვა კითხვა-ხაფანგი; მათ შეთხზეს რუსეთის პრეზიდენტობის არარსებული კანდიდატი „ანდრეი სემიონოვი“ და მის შესახებ გამოკითხვა ჩაატარეს – შეკითხვა ასე ჟღერს: ანდრეი სემიონოვს მხარს უჭერს ვლდიმირ პუტინი. ხართ თუ არა მზად, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი მის კანდიდატს დაუჭიროთ?

გაირკვა, რომ რუსების 18% მზად არის ხმა მისცეს „სემიონოვს“. თანაც გამოკითხულთა 15% თანახმა იყო ამ კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ არაფერი იცოდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2018 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. „ლევადა -ცენტრის“ მიერ ჩატარებული დროის მიხედვით ბოლო გამოკითვისას (2017 წლის აგვისტოში) რუსების 67-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სურთ, პუტინი 2018 წლის შემდეგაც მათი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს  პუტინის ყველაზე მაღალი რეიტინგია.

პუტინის მთავარი კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სასრგებლოდ ხმის მიცემისთვის მზადყოფნა იმავე გამოკითხვაში რესპონდენტების 2-მა პროცენტმა გამოთქვა.

თუმცა, „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტები გვირჩევენ გავითვალისწინოთ ის, რომ ტრადიციული სოციალური გამოკითხვები გამოუსადეგარია ისეთ ქვეყნებში, სადაც  ცენზურის, პოლიტიკური ოპონენტების დაშინებისა და მათი პირდაპირი რეპრესიების ფაქტები აღინიშნება – ასეთ პირობებში გამოკითხულები ისეთი პასუხების გაცემას ამჯობინებენ, რაც ხელისუფლებისადმი მათ ლოიალურობას დაადასტურებს.


ასევე წაიკითხეთ