რუსეთში ძალაში შევიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მგზავრების გადაყვანის განხორციელებას უკრძალავს. როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, თბილისიდან მოსკოვისკენ უკანასკნელი რეისები  რუსეთის ავიაკომპანიების – „ურალის ავიახაზების“ და S7-ის, მოსკოვიდან თბილისისკენ კი – ქართული Georgian Airways-ის და MyWay Airlines თვთმფრინავებმა განახორციელეს. • ვინ არის რუსი მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტის პროვოცირება გამოიწვია • თბილისში პროტესტია და ..." />

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიაკავშირი გაწყვიტა

რუსეთში ძალაში შევიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მგზავრების გადაყვანის განხორციელებას უკრძალავს. ...

რუსეთში ძალაში შევიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მგზავრების გადაყვანის განხორციელებას უკრძალავს.

როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, თბილისიდან მოსკოვისკენ უკანასკნელი რეისები  რუსეთის ავიაკომპანიების – „ურალის ავიახაზების“ და S7-ის, მოსკოვიდან თბილისისკენ კი – ქართული Georgian Airways-ის და MyWay Airlines თვთმფრინავებმა განახორციელეს.

• ვინ არის რუსი მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტის პროვოცირება გამოიწვია

• თბილისში პროტესტია და მისი მკაცრი დარბევა მოხდა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას უნდა ველოდეთ?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებას ხელი 21ივნისს იმ პროტესტის შემდეგ მოეწერა, რომელიც თბილისში ჩატარდა, და რაც სახელმწიფო დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის გამო დაიწყო. მან სპიკერის ადგილი დაიკავა და რუსულ ენაზე ლაპარაკობდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ფრენები მაშინ განახლდება, როდესაც საქართველოში სიტუაცია „არარუსოფობიურ კალაპატში“ დაბრუნდება. მისი თქმით, შეზღუდვა რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით დაწესდა. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიაკავშირის აკრძალვას დაახლოებით 3 მილიარდი რუბლის (46 მილიონი დოლარი) ოდენობის ზარალი მოჰყვება.

მანამდე რუსეთსა და საქართველს შორის პირდაპირი ავიაკავშირი 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით შეწყდა. ფრენები 2010 წელს განახლდა, თუმცა 2014 წლამდე ქვეყნებს შორის მხოლოდ პირდაპირი ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.


ასევე წაიკითხეთ