თეირანის სამიტზე პრეზიდენტებმა სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და კასპიის სტატუსზე იმსჯელეს " />

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორი დააანონსეს

თეირანის სამიტზე პრეზიდენტებმა სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და კასპიის სტატუსზე იმსჯელეს

Photo:: Sputnik/Alexei Druzhinin/Kremlin via REUTERS

ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები პირველ ნოემბერს თეირანში ჩატარებულ სამიტზე ახალ რეგიონულ პროექტებზე შეთანხმდნენ.

სამიტის შედეგების მიხედვით, ჰასან როუჰანიმ, ვლადიმირ პუტინმა და ილჰამ ალიევმა საბოლოო განცხადებას მოაწერეს ხელი. პრეზიდენტებმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორში ერთობლივი გეგმების გაფართოების, ელექტრონერგიის გაცვლის და ერთიანი ბაზრის შექმნის შესახებ განაცხადეს.

კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მზადაა, აზერბაიჯანის გავლით ირანში ბუნებრივი აირის ექსპორტირებისთვის. სამი ქვეყნის გეგმებში შედის ასევე ტრანსპორტის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაც.

გარდა ამისა, სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის, კასპიის ზღვის ეკოსფეროს შენარჩუნების, სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.

ცალკე უნდა აღინიშნოს სამმხრივი სამიტის მსვლელობისას „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ დაცვასთან დაკავშირებით მიღწეული ურთიერთგაგება.

პოლიტოლოგმა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრმა რასიმ მუსაბეკოვმა რადიო „სპუტნიკაზერბაიჯანისთვის“ მიცემულ ინტევიუში თეირანის სამიტზე შეთანხმებულ სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • სატრანსპორტო კორიდორი „ჩრდილოეთიდასავლეთის“ კორიდორის შექმნა;
  • კასპიის საბოლოო სტატუსის განსაზღვარსთან დაკავშირებით მხარეების პოზიციების დაახლოება;
  • უსაფრთხოების საკითხები.

პირველ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან რუსეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ამავდროულად, მუსარბეკოვის აზრით, აზერბაიჯანი მხოლოდ სატრანზიტო მხარე იქნება, არამედ – დაინტერესებული მხარეც – აზერბაიჯანი მზად არის, ამ სარკინიგზო ხაზის საკუთარი მონაკვეთის მოდერნიზაციისთვის 500 მილიონი ევრო გამოყოს.

მუსაბეკოვმა დასძინა, რომ კასპიის სტატუსთან დაკავშირებით სამი კასპიისპირა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები უკვე შეთანხმებულია. ამ სამიტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პოზიციის ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიციასთან დაახლოების მხრივ (დათმობის მომხრე არ არის მხოლოდ თურქმენეთი).

თეირანის სამიტი ამ ფორმატის მეორე შეხვედრაა. რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გასულ წელს ბაქოში გაიმართა. მომდევნო შეხვედრა ერთ წელიწადში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.


ასევე წაიკითხეთ