როგორ აშენებს რუსეთის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების ახალ ტაძარს" />

რუსეთი: სამხედრო მართლმადიდებლობის ზეიმი

როგორ აშენებს რუსეთის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების ახალ ტაძარს

ეკლესიის მშენებლობა რუსეთში

 „ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით

რუსეთის შეიარაღებული ძალები ახალ გიგანტურ ტაძარს აშენებს – ხელისუფლება მას გამარჯვების ტაძარს უწოდებს, დამოუკიდებელი ექსპერტები კი მას „ომის კულტის“  და გაუმჭვირვალე დაფინანსების გამო აკრიტიკებენ.

ამ გრანდიოზული ნაგებობის გახსნა 2020 წლის 9 მაისისთვის არის დაგეგმილი – ამ დღეს რუსეთი დიდ სამამულო ომში გამარჯვებას აღნიშნავს. ტაძარი მოსკოვის გარეუბანში შენდება, პარკში „პატრიოტი“ (ოფიციალურად ამ ადგილს „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კულტურისა და დასვენების პატრიოტული პარკი“ ეწოდება).

ფოტო: ვლად დოკშინი/ „ნოვაია გზეტა“

მშენებლობის ტემპები

გასაკვირია არა იმდენად მშენებლობის მასშტაბები, რამდენადაც ის სისწრაფე, რომლითაც ის ვითარდება: საძირკველის პირველი ქვა მხოლოდ ერთი წლის წინათ ჩადეს, დღეს კი მუშები უკვე ტაძრის მიმდებარე საავტომობილო სადგომზე ასფალტს აგებენ.

• ბაიკერები, მღვდლები, მემარჯვენე რადიკალები. თბილისში, ჰომოფობიასთან ბრძოლის ნაცვლად, „ოჯახის სიწმინდეს დღე“ აღინიშნა

• ყარაბაღი: რატომ აღადგენენ სომხები მეჩეთს?

• უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა, შესაძლოა, აზერბაიჯანი და საქართველო წააჩხუბოს

ზაფხულში სამხედრო მშენებლებმა კიდევ ორი შენობის აგება მოასწრეს: მრავალფუნქციური სასწავლო ცენტრისა და მემორიალური გალერეის „ხსოვნის გზა“ – მუზეუმის, რომელშიც ომის 30 მილიონზე მეტი მონაწილის ფოტოები, მათი ნივთები და საფრონტო წერილები შეინახება.

1980 მანქანა-ადგილზე გათვლილი საავტომობილო სადგომის ტერიტორიაზე ასფალტის დაგება უკვე დაიწყო, გვერდით ვერტმფრენების მოედანი განლაგდება.

საშიში ფული

ცნობილია, რომ მშენებლობას აგური სამხედრო კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ შესწირა;  შემომწირველი კომპანია სულ რამდენიმე ათეულია.

ფონდ „ვოსკრესენიეს“ ვებ-გვერდზე  მითითებულია, რომ მოცემული მომენტისთვის მშენებლობისთვის ფული 58 ათასმა ადამიანმა გაიღო

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტიმურ ივანოვის თქმით, მათ დაახლოებით 3 მილიარდამდე რუბლი შესწირეს (ეს 46 მილიონ დოლარზე მეტია). ეს, მინისტრის ვარაუდით, იმ „დაფიქრებული და აქტიური საინფორმაციო მუშაობის“ წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს.

ფოტო: ვლად დოკშინი/ „ნოვაია გზეტა“

 „ნოვაია გაზეტასთან“ მოსაუბრე ზოგიერთმა ადამიანმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა სწრაფად მიმდინარეობდა პირველ თვეებში სახსრების შეგროვება. მაშინ, თანხის შეგროვების დაწყებისას, სამხედრო ფორუმებზე ჩნდებოდა სამხედრო მოსამსხურეების პოსტები, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათ იძულებულს ხდიდნენ , რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძრის მშენებლობისთვის ფული ჩაებარებინათ.

ივანოვს დაახლოებითაც კი არ შეუფასებია ის, თუ კიდევ  რამდენი ფულია საჭირო ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად, 

 „რამდნსაც შესწირავენ, საბოლოოდ ის იმდენი ეღირება“, – თქვა მან.

ტაძრის გაფორმების ხარჯები ცნობილი არ არის. როგორც  მშენებლობის მიმდინარეობასა და საპროექტო სამუშაოებში გათვითცნობიერებული „ნოვაია გაზეტას“ წყარო ანალოგებთან შედარებაზე დაყრდნობით იუწყება, შეიძლება იმის მტკიცება, რომ ტაძარი დაახლოებით 6-8 მილიარდი რუბლი ეღირება (92-122 მილიონი დოლარი).

ამ წყაროს აზრით, საპროქტო ზომა ტაძარში ღვთისმსახურების აღსასრულებლად  დაახლოებით მრევლის 6 ათასი წევრის მისვლას გულისხმობს. მდებარეობისა და არცთუ იოლი სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ტაძარი თითქმის სულ ცარიელი იქნება.

 „ ტაძრის აშენება – საქმის ნახევარია, შემდეგ მისი ექსპლუატაციაა საჭირო. ის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბალანსზე იქნება, საჭირო გახება ელემენტარული საექსპლუატაციო საკომუნიკაციო ხარჯების გადახდა. ასეთი უზარმაზრი შენობის  16 გრადუსამდე გათბობაც კი რთული იქნება“, – განმარტავს „ნოვაია გაზეტასთან“ მოსაუბრე.

ომის ტაძარი

საზოგადობისა და პროფესიული წრეების ძირითადი პრეტენზია არა მშენებლობის პროცესს, არამედ უფრო საკუთრივ ასეთი ტაძრის მშენებლობის იდეას ეხება. საკამათოა, ასევე, შიდა მოწყობილობა. ტაძრის კედლები – რუსეთის ჯარის წმინდა მფარველების ხატებით, ვიტრაჟები კი ბატალური სცენებისა და ჰერალდიკური ნიშნების გამოსახულებებით იქნება დამშვენებული.  ტაძარს სახურავში ორდენებისა და მედლების დეკორაციის ელემენტებიან ვიტრაჟებს დაატანენ. რელიგიის მცოდნე ალექსნდრ სოლდატოვს მშენებარი ტაძარში „ყველაფერზე მეტად აოგნებს“ „ომის კულტი“, რაც რადიკალურად განსხვავდება როგორც ქრისტიანობის შესახებ მისი პირადი წარმოდგენებისგან, ისე მართლადიდებლური ტაძრების გაფორმების ტრადიციისგან.

 „როგორც ჩანს, ეს, ფიგურალურად რომ ვთქვათ, რაღაც მარსის ტაძარი იქნება, და არა ქრისტესი“, – აღნიშნა სოლდატოვმა.

მისი თქმით, რუსულ მართლმადიდებლობაში არ არსებობს ტრადიცია, რომ ფრესკებზე გამოისახოს საერო, ბანალური, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდის სცენები, როდესაც ჯარს „ქრისტეს მოყვარე მეომრებს“ ვეღარაფრით უწოდებ.

კრიტიკა გამოიწვია ასევე ტაძრის მორთვაში ნადავლი იარაღის გამოყენების გეგმებმაც. როგორც მშენებლობის დირექციის მოსდგილემ ევგენი გრიგორკინმა „ნოვაია გაზეტას“ განუმარტა, იარაღის გადადნობას არავინ დაიწყებს. ის მთლიანად ინკრუსტირებული იქნება, კერძოდ – ტაძრის მთავარი შესასვლელის კიბის საფეხურებში. „არსი ისაა, რომ ადამიანებმა მასზე დაბიჯებით ომისადმი თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ“, – ირწმუნება ის.


ასევე წაიკითხეთ