ბავშვების უმრავლესობა - უკვე ობოლია, მაგრამ მათ რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურე ბელი საბუთები არ გააჩნიათ" />

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დააბრუნოს ბავშვები, რომლებიც ტერორისტებთან მიკედლებულმა მშობლებმა სირიასა და ერაყში ჩაიყვანეს

ბავშვების უმრავლესობა - უკვე ობოლია, მაგრამ მათ რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურე ბელი საბუთები არ გააჩნიათ

ბავშვები დანგრეულ სახლთან. დერაა, სირია, 27 ივლისი 2017. ფოტო  REUTERS/Alaa al-Faqir

რუსეთის ხელისუფლება იმ ბავშვების ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ტერორისტებთან მიკედლებულმა თავიანთმა მშობლებმა ჩრდილოეთი კავკასიიდან სირიასა და ერაყში ჩაიყვანეს. მათი რუსეთში გაგზავნა შეუძლებელია, რადგან რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნიათ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჩეჩნეთის ხელისუფლება, ასევე ერაყელი და იორდანიელი პოლიტიკოსები, – წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელი“.

როგორც იუწყებიან,  სხვადასხვა შეფასებებით,  ერაყსა და სირიაში მთლიანობაში ჩაყვანილია  დაახლოებით 200-დან 1000-მდე ბავშვი.

ჩეჩნეთის მეთურმა რამზან კადიროვმა ახლახან განაცხადა ჩეჩნეთში მამის მიერ სირიაში ჩაყვანილი ბიჭუნას უკან დაბრუნების შესახებ, რომელიც ერაყის მოსულში ნანგრევებში იპოვეს.

ჩეჩნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაღდადის ბავშვთა თავშესაფარში რამდენიმე ჩეჩენი ბავშვი იმყოფება. მათ მხოლოდ თავიანთი სახელები იციან, და მათი ვინაობის დასადგენად  და რუსეთში მათი ნათესავების მოსაძებნად საჭიროა დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარება.

“ჩვენ უკვე გადავეცით ერაყის მხარეს იმ ბავშვების ფოტოები, რომლებსაც ჩეჩენი ნათესავები ეძებენ. არსებობს შანსი, რომ მათ, ვისაც ამ ფოტოების საშუალებით თავშესაფრებში ამოიცნობენ, იორდანიაში გადაიყვანენ, შემდეგ კი – რუსეთში. თუმცა, ნათესავებს ბავშვებთან ნათესაური კავშირის დადგენა დნმ-ის ტესტით მოუწევთ“, – თქვა იორდანიაში ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენელმა“, – წერს „კავკაზსკი უზელი“.

დიასპორის ამ წარმომადგენლის თქმით, მისი კოლეგები იმედოვნებდნენ, რომ ყველა კავკასიელი ბავშვის დაბრუნებას შეძლებდნენ, მაგრამ ერაყის მთავრობიდან უპასუხეს, რომ მათ მხოლოდ ჩეჩენი და ინგუში ბავშვების გადაცემა შეუძლიათ.

წარმომადგენლის ინფორმაციით, სხვა ეროვნების ბავშვების დაბრუნებით სხვა ნაციონალური ორგანიზაციები უნდა დაკავდნენ. „ამგვარი პოზიცია აქვს ერაყის მხარეს“, – თქვა მან.

ერაყში „წითელი ნახევარმთვარის“ ხელძღვანელის აბას იასინის თქმით, ბაღდადში ბავშვებს ჰუმანიტარული სტანდარტების შესაბამისად ექცევიან და ერაყის ხელისუფლება, იორდანიის მოძრაობა „წითელი ნახევარმთვარის“ განყოფილების საშუალებით,  მზადაა, ბავშვების ნათესავებთან ითანამშრომლოს.

დაღესტანში ბავშვთა უფლებების, ასევე დედობისა და ოჯახის დამცავმა ომბუდსმენმა  მარინა ეჟოვამ განაცხადა, რომ მოსულში, სირიაში აღმოჩნდა დაახლოებით 10 დაღესტნელი ბავშვი, რომლებიც იქ საბრძოლველად წასულმა მშობლებმა ჩაიყვანეს.

„ამ კერძო შემთხვევებზე სამუშაო ხანგრძლივია და რთული… ამ ბავშვებიდან ბევრს თვეობით არ უნახავს დღის სინათლე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაუგონიათ მშობლიური ენა, და ომის პირობებში ცხოვრობდნენ. ახლა მათი მოქალაქეობის განსაზღვრის და შინ დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს“, – თქვა მარინა ეჟოვამ.

მისი თქმით, დაღესტნის ხელისუფლება ძალოვან სტრუქტურებთან, დიპლომატიურ მისიებთან და მოხალისეებთან თანამშრომლობით, რომლებიც სირიის კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან, „განუწყვეტლივ მუშაობს ასეთი ბავშვების გამოსავლენად“:

„სირიისა და ერაყის ოფიციალურმა ხელისუფლებებმა მათ შესახებ არ შეიძლება იცოდნენ, რადგან ეს ბავშვები იქ არა – თავისთვის ცალკე, არამედ ბოევიკებთან ერთად არიან“.


ასევე წაიკითხეთ