რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. ბაქოდან ლავროვი პირდაპირ ერევანში გაემგზავრა" />

ლავროვი: მოსკოვი სიხარულით შეხვდება აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. ბაქოდან ლავროვი პირდაპირ ერევანში გაემგზავრა

აზერბაიჯანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ლავროვი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, ასევე ლექცია წაუკითხა დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებს.

პრეზიდენტმა ალიევმა და მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის ინტერესი ყარაბაღის კონფლიქტის უსწრაფესად, ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში.

„ყველა ნაბიჯი მრავალგზის არის განხილული და ასახული ეუთოს დოკუმენტებში, თანათავმჯდომარეების განცხადებებში. მენიუ მაგიდაზეა“, – თქვა ლავროვმა მინისტრების ერთობლივ, ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტში კითხვაზე პასუხის გაცემისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთერთობის გაუარესება არანაირად არ აისახება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე.

ყარაბაღის კონფლიქტი იმით არის უნიკალური, რომ აშშ-ის რუსოფობიურ პოლიტიკაში დაგროვილი ძალიან ღრმა უთანხმოებების მიუხედავად, ვაშინგტონში ამ კონფლიქტის მიმართ პოზიცია შენარჩუნდა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ყარაბაღთან მიმართებაში რუსეთს, აშშ-სა და საფრანგეთს საერთო პოზიცია აქვთ.

იმედი მაქვს, რომ გასულ თვეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩვენი საერთო ძალისხმევის ერთგვარ უძრაობას გადალახავს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წინსვლის საშუალებას მოგვცემს“, – დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი პოლიტიკურ მნიშვნელობას არ ანიჭებს ახლახან ამოქმედებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სარკინიგზო ხაზს.

რუსეთი აქ არაფერ შუაშია, ეს სარკინიგზო ხაზი ჩვენს ტერიტორიაზე არ გადის. ბევრი პოლიტიკოსი განიხილავს ამ პროექტს პოლიტიკურ კონტექსტში, თითქოს ვიღაც პროექტის მიღმა დარჩა. ჩვენ ამგვარი მიდგომა არ გვაქვს“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსმა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ინფრასტრუქტურული პროექტის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ შესახებ შეთანხმებას. ლავროვმა თქვა, რომ ამგვარი პროექტები რეგიონს მხოლოდ ამდიდრებს.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელთა შორისაც აქტიური თანამშრომლობა შედგა, და გაიხსენა, რომ ქვეყნები წელს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

დიდი ინტერესი გამოიწვია ლავროვის იმ სიტყვებმა, რომ რუსეთი სიხარულით შეხვდებოდა აზერბაიჯანის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას.

„ამჟამად ორგანიზაციაში ტაჯიკეთის შესვლა განიხილება. ჩვენ ასევე მოგვმართავნ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც დსთ-ს წევრები არ არიან. ძალიან გაგვახარებდა აზერბაიჯანის ამ სტრუქტურაში ხილვა“.

დღეს მინისტრი ლავროვი ერევანში გაემგზავრა.


ასევე წაიკითხეთ