დიდი ალბათობით, რუსეთში ბორჯომის, ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის შეტანა აიკრძალება.  " />

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ითხოვს

დიდი ალბათობით, რუსეთში ბორჯომის, ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის შეტანა აიკრძალება. 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, სადაც რეკომენდაციას აძლევს რუსეთის მთავრობას განიხილოს სპეციალური ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ.

აღნიშნულ წინადადებას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

რუსი დეპუტატები თავიანთ განცხადებაში კატეგორიულად გმობენ საქართველოში მიმდინარე  “დაუსრულებელ ანტირუსულ პროვოკაციებს”. განცხადებაში წერია, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ძალების გამოხტომები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენაა მიმართული.

“სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებები”, რომელთა გატარებასაც ითხოვს დუმა, ფედერალური კანონშია გაწერილი. ეს არის დროებითი ღინისძიებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ინტერესებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და უფლებების დაცვისკენ.

იმ შემთხვევაში თუ მთავრობა და პრეზიდენტი გაითვალისწინებენ დეპუტატების თხოვნას, დიდი ალბათობით, რუსეთში ბორჯომის, ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის შეტანა აიკრძალება.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დეპუტატებს დაუშვებლად მიაჩნიათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეურაცხყოფა.

კვირას საღამოს გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პრეზიდენტ პუტინს და მისი ოჯახის წევრებს აგინა.


ასევე წაიკითხეთ