მხრჩოლავი რესტორნები, ავანტიურისტები, თავის იძულებით გადასახლებულებად გამსაღებლები და სხვა " />

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ის პრობლემები ჩამოთვალა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას

მხრჩოლავი რესტორნები, ავანტიურისტები, თავის იძულებით გადასახლებულებად გამსაღებლები და სხვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩაატარა მინისტრთა კაბინეტის დაგეგმილი სხდომა, რომელიც გასული 2018 წლის ცხრა თვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგებს მიეძღვნა. ის ამ სხდომაზე, სხვა ყველაფერთან ერთად, ტრადიციულად შეეხო ყველა დაგროვილ სოციალურ პრობლემასაც. ძირითადად, ეს იყო თემები, რომლებიც ბოლო დროს აქტიურად განიხილებოდა პრესასა და საზოგადოებაში, მათ შორის – ეკოლოგია და ტრანსპორტი.

მაგალითად, ალიევი ღიად დაემუქრა მათ, ვინც ხეების უკანონო ჩეხვას ეწეოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება, მისი სრულად აღმოფხვრა ჯერ ისევ არ ხერხდება. ამ კანონის დამრღვევთა მიმართ პრეზიდენტის სიტყვები ფრიად კატეგორიულად ჟღერდა:

„თუკი ვინმე ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვის გარეშე მოჭრის ხეს, საკუთარ თავს დააბრალოს“.

პრეზიდენტი ასევე:

  • დახურვით დაემუქრა ჰაერის დამაბინძურებელ რესტორნებს; საუბარია გაუფილტრავ ბოლზე, რომელიც მილებიდან ამოდის და ბაქოს გამონაბოლქვისა და შემწვარი ხორცის სუნში ხვევს. ახლახან ასეთმა დაწესებულებებმა ფილტრების დაყენების პირობა დადეს.
  • თქვა, რომ ავტობუსის კერძო კომპანიები ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ამ დროს მან გაიხსენა გახმაურებული ავარია, რომელიც გასულ კვირას მოხდა: ავტობუსი მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა, და კიდევ ათობით ადამიანმა ტრავმა მიიღო.
  • მოუწოდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც თავს იძულებით გადასახლებულ პირად ასაღებს, რათა სახელმწიფოსგან ბინა მიიღოს: „ამ სფეროში სერიოზული რეფორმები უნდა გავატაროთ, უნდა წარმოებდეს აღწერა, რაც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“.

ასევე წაიკითხეთ