ამ კითხვას აფხაზეთის ყველაზე პოპულარული თეატრის დირექტორი პასუხობს" />

როგორ შევქმნათ წარმატებული თეატრი?

ამ კითხვას აფხაზეთის ყველაზე პოპულარული თეატრის დირექტორი პასუხობს

ცნობილმა პოლიტოლოგმა და აფხაზეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომელმა ირაკლი ხინთბამ გაზაფხულის მიწურულს პოლიტიკა მიატოვა და სოხუმის რუსული დრამის თეატრს ჩაუდგა სათავეში. და უკვე შემოდგომის სეზონზე თეატრმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სამმა პრემიერამ და ერთმა აღდგენილმა სპექტაკლმა მაყურებელი დარბაზში დააბრუნა.

წინათ სპექტაკლზე რამდენიმე ათეული მაყურებელიც კი არ გროვდებოდა, ახლა კი ანშლაგი ანშლაგზეა.

სხვადასხვა დროს ირაკლი ხინთბა მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ასევე ხელმძღვანელობდა აფხაზეთის პრეზიდენტის საექსპერტო სამართველოს. მისი თეატრში მისვლა ზოგმა გაკვირვებით მიიღო. მაგრამ ახლა უკვე ბევრს მიაჩნია, რომ ამაზე უკეთესი გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელი იყო.

JAMnews-ის ინტერვიუ ირაკლი ხინთბასთან იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ის კარგი პოლიტოლოგიდან თეტრის წარმატებულ პროდუსერად.

afx T

 

– რამდენად ძნელად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარდინალურად შეგეცვალათ საქმიანობის სფერო? და რატომ გადაწყვიტეთ ასე?

-ეს ჩემთვის ძნელი არ იყო, რადგან მე მიყვარს და ვიცნობ თეატრს; უკვე დიდი ხანია, პროფესიონალურად ვარ მისით დაინტერესებული. მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობების დაკავებაზეც კი ვთქვი უარი იმისთვის, რომ თეატრში მემუშავა. მიმაჩნია, რომ თატრის მნიშვნელობა და როლი იმდენად დიდია, რომ მისთვის დროის და ძალების მიძღვნა სრულიად გამართლებულია. დამერწმუნეთ, დროის ამაოდ ფლანგვას არ ვაპირებ.

რუსული დრამის თეატრში საშემოდგომო სეზონმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. თქვენ უკვე ბევრი რამ შეძელით. გვიამბეთ, როგორ მოახერხეთ ეს  გარედან მისულმა ადამიანმა? 

– პასუხი რამდენიმეა. ბავშვობიდანვე თეატრი ჩემთვის განსაკუთრებული რამ იყო. სტუდენტობის წლებში მოსკოვში თითქმის ყოველ დღე დავდიოდი თეატრში, მოგვიანებით კი მსოფლიოს საუკეთესო თეატრებშიც მოვხვდი.

გარდა ამისა, ვიცნობ  თეატრის უამრავ მოღვაწეს, წაკითხული მაქვს სპეციალური ლიტერატურა,მაქვს კარგი გემოვნება და ამიტომ, შემიძლია ამ სფეროში თავი სრულიად კომპეტენტურ ადამიანად მიმაჩნდეს.

თეატრის მართვას კიდევ მენეჯმენტის უნარებიც სჭირდება – მე ეს უნარები აღმასრულებელი  სახელისუფლო ორგანოების სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობისას გამოვიმუშავე, და პიარის სფეროც ჩემს პროფესიულ კომპეტენციას განეკუთვნება.

რა მიგაჩნიათ ამ ეტაპზე თქვენს მთავარ მიღწევად?

– უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რაც ჩვენმა თეატრებმა ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლეს, ჩვენ კი სამ თვეში მივაღწიეთ. მხედველობაში მაქვს  რეგულარულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა. თავს ნებას მივცემ, დაგარწმუნოთ, რომ მსახიობი  არამარტო პროფესიულ ჩვევებს კარგავს, არამედ – ნიჭსაც, თუ კვირაში ერთხელ მაინც არ აქვს სცენაზე გასვლის საშუალება,   ორ-სამჯერ კიდევ უკეთესია.

ჩვენი მსახიობები ახლა სცენაზე მეტჯერაც გადიან, თუმცა წინათ ეს თვეში ერთხელ ძლივს ხერხდებოდა. დღეს ცოტა უჭირთ, ასეთ სამუშაო რეჟიმს მიჩვეულები არ არიან. ზოგიერთი უკმაყოფილოც არის ხოლმე, მაგრამ თეატრს სხვა გზა არ აქვს და ვერც ექნება.

რუსული დრამის თეატრი მუდმივი რეპერტუარით მუშაობს, აფიშა ორი თვით ადრეა ცნობილი. ახალი სპექტაკლების გამოშვების ვადები მკაცრადაა დაცული. საწაარმოო ნაწილში ჯერ არც ერთი ჩავარდნა არ გვქონია.

ჩვენი მორიგი პრემიერა, სპექტაკლი „ხუთი საღამო“, 2017 წლის 13 აპრილს იქნება წარმოდგენილი, და გარწმუნებთ ეს სწორედ ამ დღეს მოხდება.

რუსული დრამის თეატრში ბოლო სეზონზე ორი სპექტაკლი რუსმა რეჟისორებმა დადგეს. და ორივე ძალიან წარმატებული იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რეჟისორები ადვილად თანხმდებიან „რუსდრამთან“ თანამშრომლობას? სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები? ადვილია  უცხოელი რეჟისორების ჩვენს სპექტაკლებზე მოწვევა?

– მე ღრმად მწამს, რომ აფხაზეთში თეატრის ახალ სიმაღლეზე აყვანა რუსეთიდან მოწვეული სპეციალისტების გარეშე შეუძლებელია. უნდა დავასრულოთ საკუთარ წვენში ხარშვა – ეს კონტრპრდუქტიულია.

შემოდგომაზე  რუსმა რეჟისორებმა – ანდრეი ტიმოშენკომ და ანასტას კიჩიკმა ჩვენთან დადგეს ორი მშვენიერი სპექტაკლი, რომლებიც კულტურულ მოვლენებად იქცა. ამ ხარისხის სპექტაკლები ჩვენ არ გვქონია – ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ.

ჩემი ამოცანაა,  მომავალშიც მოვიწვიო კარგი რეჟისორები, მხატვარი გამნათებლები და თეატრის სხვა სპეციალისტები. მოწვეულ სპეციალისტებთან მუშაობისას ჩვენი კოლეგებიც უკეთესები ხდებიან.

მართლა კარგი რეჟისორების მოძებნა ადვილი არ არის. თავადაც კარგად უნდა ერკვეოდე თეატრალური პროდუქციის ხარისხში და ასევე სასარგებლოა, როდესაც რუსეთის კულტურის  ავტორიტეტული მოღვაწეებისგან შეგიძლია რჩევის მიღება. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თატრიც შესაბამისი იყოს.

მომავალ წელს ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ანდრეი ტიმოშენკოსთან, ასევე მოვიწვევთ სხვა რეჟისორებსაც, რომლებთანაც უკვე გვაქვს საკონტრაქტო შეთანხმებები.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსები. ისევ სახელმწიფო თატრის ბიუჯეტის ამარა ხართ? საკმარისია ეს ეფექტური მუშაობისთვის?

-ეს სრულებით არ არის საკმარისი. ჩვენ ვიღებთ ხელფასს პლუს 700 ათას რუბლს(დაახლოებით $ 12, 000) წელიწადში ყველაფრისთვის: ახალი სპექტაკლების გამოსაშვებად, კოსტუმებისა და დეკორაციების დასამზადებლად, ჰონორარების გასაცემად, უზარმაზარი ქონებრივი კომპლექსის სარჩენად, კომუნალური მომსახურების გადასახდელად. და ამავე დროს ერთი პროჟექტორის ნათურა შეიძლება 40 ათასი რუბლი (დაახლოებით $700) ღირდეს.

ასეთი ბიუჯეტი ჩვენნაირი ეფექტური და წარმატებული თეატრისთვის – სამარცხვინოა და თავის მომჭრელი. ჩვენ თავად ვცდილობთ ფულის გამომუშავებას. ამაში ჩვენი ოფიციალური პარტნიორი – კომპანია А-Мобаил გვეხმარება. მაგრამ მუდამ ასე ვერ გაგრძელდება.

რაც უნდა იყოს, სახელმწიფო თეატრი ვართ, წელიწადში თითქმის 5 პრემიერას ვდგამთ. სხვა ვინ მუშაობს აფხზეთში ასე პროდუქტიულად და თავგანწირვით, თანაც ასეთი მწირი ბიუჯეტით?

ასეთი სიტუაცია ძალიან გვბოჭავს, ექსპერიმენტის და რისკის გაწევა არ შეგვიძლია, მუდმივად სალაროს შევსებაზე გვიწევს ფიქრი. არადა, თექტრი რისკისა და ექსპერიმენტების გარეშე ვერ განვითარდება. დიდი იმედი მაქვს, რომ 2017 წელს სახელმწიფო მეტ ყურადღებას მოგვაქცევს.

როგორ აფასებთ თქვენი თეატრის სამსახიობო პოტენციალს?

– კარგი დასი გვყავს, ოღონდ ცოტა მსახიობია – სულ 13 ადამიანი. ეს ძალიან ცოტაა სრულფასოვანი თეატრისთვის, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს. თითქმის არ გვყავს ახალგაზრდობა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რიგებს მოსკოვის შჩუკინის სახელობის თაეტრალური ინსტიტუტის სტუდენტები შეავსებენ.

მსახიობის პროფესია – ეს პირველ რიგში ხელობაა. და ამ ხელობის სწავლება მხოლოდ კარგ თეატრალურ სკოლებში შეუძლიათ, ამიტომაც ვამყარებთ იმედს ამ ახალგაზდებზე.

მეც მუდამ ვეძებ ახალ მსახიობებს. სპექტაკლში „ხუთი საღამო“ უკვე გადის რეპეტიციებს ახალგაზრდა, ნიჭიერი აფხაზი რეჟისორი, რომელსაც კარგი სამსახიობო მომზადება აქვს გავლილი  – ინარ ნარმანია.

თქვენ მაყურებელთან მუშაობასაც დიდ ყურადღებას უთმობთ. დარბაზი ძველ სპექტაკლებზეც კი ივსება – ეს ეფექტური მენეჯმენტის შედეგია?

– ახლა არსებობს სიახლის ეფექტი. და ყველას აინტერესებს პრემიერები. პრობლემები, შესაძლოა, მომავალში წარმოიშვას – როდესაც მაყურებლის ინტერესის შენარჩუნება გახდება საჭირო.

რასაკვირველია, ახალ სპექტაკლებს დავდგამთ, მაგრამ ძველებიც დარჩება. და აქ მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერა. მე პირადად  ამას დიდ ყურადღებას ვუთმობ.

ჩვენ უკვე ბევრს მვაღწიეთ და ჩვენი თეატრი მაღალი დასწრებით გამოირჩევა. საჭიროა, რომ მაყურებელს ჩვევად ექცეს ჩვენს თეატრში სიარული, აქ თავს კარგად და ხალისისნად გრძნობდეს. თეატრი – სიხარულია. მე თვითონ ვხვდები მაყურებლებს, თითოეულს ვუღიმი, კეთილ სიტყვებს ვეუბნები, დარბაზში ადგილის მიგნებაში ვეხმარები.

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ ჩვენ თითოეულ მაყურებელს ვაფასებთ, რომ ყურადღება ყველას დაეთმობა, რომ თეატრი კარგია და მაგარია, რომ ეს საუკეთესო ადგილია საღამოს გასატარებლად.

მაგრამ, მთავარი მაინც კარგი სპექტაკლია. პიარი ვერ უშველის, თუკი სპექტაკლი სუსტია და მაყურებლის ინტერესს არ იწვევს. ასეთ სპექტაკლებს დაუნდობლად მოვხსნით რეპერტუარიდან,

რა სჭირდება დღეს აფხაზ მაყურებელს, რა დასკვნამდე მიხვედით ამ სამი თვის განმავლობაში?

– ის, რაც ნებისმიერი სახვა ქვეყნის მაყურებელს. საჭიროა თეატრი, რომელიც მაყურებელში ემოციურ გამოძახილს ჰპოვებს, და მათ გულგრილი სახით დარბაზის  დატოვების  საშუალებას არ მისცემს.

 როგორც ხელმძღვანელს, რა მიგაჩნიათ თქვენი პირველი რიგის ამოცანად?

– პირველხარისხოვანი ამოცანაა – რეპერტუარის შეკრება. უნდა იყოს, სულ ცოტა, რვა ხარისხიანი სპექტაკლი (ოთხი უკვე არის) და ისინი მცირე დროში უნდა შეიქმნას.

მეორე – თატრის კოლექტივი  კიდევ მეტად უნდა დაიხვეწოს ეფექტური მუშაობისთვის, კერძოდ – საწარმოო საამქროები უნდა გამყარდეს.

მესამე – დასი ახალგაზრდებით უნდა შეივსოს. და მეოთხე – მოინახოს  ტექნიკური განახლებისთვის საჭირო ფინანსები.

 რა გეგმები აქვს რუსული დრამის თეატრს 2017 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე?

– თებერვალში 36-ესეზონის მეორე ნახევარი დაიწყება. შევუდგებით ალქსანდრ ვოლოდინის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ხუთი საღამოს“ რეპეტიციებს.

მას დადგამს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მოსკოველი რეჟისორი ანტონ კისელიუსი. უკვე მზად არის თეატრის მთავარი მხატვრის, ვიტალი კაცბას მიერ შექმნილი დეკორაციის მაკეტი, რომელიც მაყურებლის წარმოსახვას მოხიბლავს. ჩვენს წამყვან მსახიობს, ანა გიურეგიანს საშუალება მიეცემა, ძალიან სერიოზული როლით გაიბრწყინოს.

იმავდროულად დაიწყება გოგოლის პიესის მიხედვით გრანდიოზული სპექტაკლის  „რევიზორის“ რეპეტიციებიც, ანდრეი ტიმოშენკოს დადგმით.

რეპერტუარში აუცილებლად გაჩნდება კომედია, ასევე – საბავშვო სპექტაკლი. ამჯერად სამ რუს რეჟისორთან ვმართავ მოლაპარაკებებს და შედეგებს უახლოეს ხანში გაცნობებთ.

2

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
 გამოქვეყნებულია:23.01.2017

ასევე წაიკითხეთ