ქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სორტირებული ყუთები საკმარისია, თავად ქალაქელებს კი მიაჩნიათ, რომ ჯარიმაც საჭიროა" />

როგორ ვასწავლოთ ბაქოელებს „კულტურულად დანაგვიანება“?

ქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სორტირებული ყუთები საკმარისია, თავად ქალაქელებს კი მიაჩნიათ, რომ ჯარიმაც საჭიროა

ბაქოს რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ნაგვის სორტირებისთვის განკუთვნილი ყუთები დადგეს. ეს ყუთები რამდენიმე სახეობისაა: პლასტმასისთვის, მეტალისთვის, ქაღალდებისთვის, მინისა და სხვა სახეობის ნარჩენებისთვის. მაგრამ, კომპანია Bakı Abadlıq Xidməti-ს დაკვირვებით, რომელიც ამ ყუთების დადგმას ახორციელებდა, ქალაქელები ამ სიახლეს ჯერჯერობით იგნორირებას უწევენ და ნაგავს იქ ყრიან, სადაც მოუხდებათ.

• დაღუპვის პირას მყოფი პალმები აფხაზეთში: გადავჭრათ თუ გადავარჩინოთ?

• აზერბაიჯანის სამხრეთში სანაპიროები სქესობრივი ნიშნით დაყვეს

ცნობა სორტირებული ყუთების შესახებ სოციალური ქსელებშიც სკეპტიკურად აღიქვეს; იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინათ უკვე შეეცადნენ, რომ ბაქოელებისთვის ნაგვის სორტირება ესწავლებინათ, მაგრამ შედეგი ნულოვანი იყო.

ფოტო: 1news

რას ფიქრობენ ადამიანები

„რასაკვირველია, ეს კარგია, მაგრამ ჩვენი ხალხი ასეთი რაღაცებს ვერ ხვდება და საეჭვოა, რომ უახლოეს ხანში მიხვდეს. ადრე ამდაგვარი ყუთები ავტობუსის გაჩერებებთან დადგეს, და ადამიანები ნაგავს მაინც იქ ყრიდნენ, სადაც მოუხდებოდათ, თან ისე, რომ ყუთებზე წარწერებს არც კითხულობდნენ“, – წერს სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი.

ამიტომ, ბევრს მიაჩნია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს, კერძოდ კი – „დამრღვევები“ დააჯარიმოს:

„ვიდრე განურჩევლად ყველასთვის უმკაცრესი ზედამხედველობა და უზარმაზარი ჯარიმა არ დაწესდება, არც ახალი ყუთები უშველის და არც სხვა „სიახლეების დანერგვა.“

ეს მეთოდი მართლაც ქმედითია: საგრძნობი ჯარიმების შემოღების შემდეგ ფეხით მოსიარულეებმა აკრძალულ ადგილებში ქუჩაზე გადარბენა თითქმის შეწყვიტეს. თუმცა, მხოლოდ – ცენტრში. და ეს ახალი ყუთების კრიტიკისთვის კიდევ ერთი მიზეზია:

„ყველა ამ ახალ ყუთს რატომღაც მხოლოდ ქალაქის ცენტრში დგამენ. გარეუბნები არც არავის ახსენდება. იქ ცარიელი ბოთლის გადაგდება რომ მოგინდეს, ურნა საათობით უნდა ეძებო“.


ასევე წაიკითხეთ