იტალიის ვიცე პრემიერის პრორუსული შეხედულებები შესაძლოა რუსეთის ბიუჯეტიდან იყოს დაფინანსებული " />

როგორ აფინანსებს რუსეთი ევროპელ პოლიტიკოსებს

იტალიის ვიცე პრემიერის პრორუსული შეხედულებები შესაძლოა რუსეთის ბიუჯეტიდან იყოს დაფინანსებული

ამერიკული გამოცემა Buzzfeed ამტკიცებს, რომ მას ხელთ აქვს აუდიოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ მოიფიქრა იტალიურმა რადიკალურმა მემარჯვენე პარტია „ლიგამ“ კრემლის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთიდან იტალიისთვის ნავთობის მიწოდებისას უზარმაზარი თანხების მოპარვის ეშმაკური სქემა.

მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

გინება პუტინის მისამართით რუსთავი 2-ის ეთერში. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარები

შედეგად, „ლიგამ“ საკუთარი საჭიროებებისთვის მიიღო არადეკლარირებული 65 მილიონი, რუსმა შუამავლებმა კი – დიდი „ატკატი“. 2018 წლის არჩევნების შედეგად, „ლიგა“ იტალიის მმართველი პარტია გახდა. მთელი სქემა გახსნეს Buzzfeed-ის რეპორტიორებმა, რომლებიც ჰყვებიან 2018 წელს მოსკოვში გამართულ ფარულ შეხვედრებსა და ამ საქმესთან დაკავშირებულ ფინანსურ მოლაპარაკებებზე.

შეხვედრა 

გამოცემის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში, სალვინის (მაშინ ის შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო) მოსკოვში ვიზიტისას, მას თან ახლდა თანაშემწე, ჯანლუკა სავოინი, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას კრემლის ინკოგნიტო მაღალჩინოსნებთან.

მოსკოვში, სასტუმრო „მეტროპოლში“ გამართულ შეხვედრაზე ასევე მივიდნენ სავოინის ორი მოკავშირე „ჩრდილოეთის ლიგიდან“.

ფასი 

ჩანაწერი აჩვენებს, რომ იტალიელები 1 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარის ნავთობის მიწოდებაზე ცდილობდნენ შეთანხმებას. კონტრაქტის საერთო მოცულობის 4 პროცენტი კი, თითქოს, პირდაპირ „ჩრდილოეთის ლიგას“ უნდა მიეღო.

გამოცემის გამოთვლით, ვიცე-პრემიერ სალვინის პარტია ამ ოპერაციების საშუალებით 65 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობდა. საუბრისას იტალიელებმა რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ მიწოდება რაც შეიძლება მალე უნდა მომხდარიყო „მოახლოებული არჩევნების“ გამო. როგორც ჩანს, საუბარი იყო ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გაიმართა.

პროდუქტი

პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ იტალიაში მხარს უჭერს პრორუსულ შეხედულებებს, თავად სალვინიმ კი ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები „უაზრობაა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიზეზებით“.


ასევე წაიკითხეთ