ტურნირის 10 ყველაზე თვალსაჩინო მომენტი JAMnews-ის მიმოხილვაში" />

რა დაგვამახსოვრდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან? ფოტოები და ისტორიები

ტურნირის 10 ყველაზე თვალსაჩინო მომენტი JAMnews-ის მიმოხილვაში

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც რუსეთში ტარდებოდა და რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. ფეხბურთის მოყვარულები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველობა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იყო.

მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში დიდი ევროპული ქვეყნების ლიდერების უმეტესობა არ ჩავიდა (ერთადერთი გამონაკლისი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის  დასწრება ფინალზე, რომელშიც მისი ქვეყნის ნაკრები გავიდა).

მათი არგუმენტი ის იყო, რომ ჩემპიონატი ამაღლებს ვლადიმირ პუტინის რეიტინგს, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლებას ანტიკონსტიტუციური წესებით ინარჩუნებს.

დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსების მხრიდან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ასეთი ტოტალური იგნორირება პირველად მოხდა.

ჯემნიუსი Reuters-ის მიერ გადაღებული ფოტოების დახმარებით, ჩემპიონატის ყველაზე თვალსაჩინო მომენტებს იხსენებს.

მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის მიხედვით ისე განაწილდა , რომ  ტურნირის უკვე მეორე დღეს  ორი ფავორიტის თამაში შედგა. ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები ეჯიბრებოდა ესპანეთის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია.

მატჩმა გულშემატკივრების ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. გუნდებმა გაიტანეს სამ-სამი გოლი, რომელთაგან ზოგი ძალიან ლამაზი იყო. კრიშტიანუ რონალდუმ  (Cristiano Ronaldo) ჰეტ-ტრიკი გააფორმა, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, ვიდრე პოტუგალელები ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდნენ.


ფოტოზე: კრიშტიანუ რონალდუ  მსაჯ ცეზარ არტურო რამოსს  Cesar Arturo Ramos) ეკამათება, მატჩი ურუგვაი-პორტუგალია, 2018 წლის 30 ივნისი, ქალაქი სოჭი. REUTERS/ToruHanai

გერმენელები, ექსპერტების წინასაწრი პროგნოზების თანახმად, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მსოფლიოს წინა  ჩემპიონატში სწორედ მათ გაიმარჯვეს. და მაინც, გერმანიის გამოცდილმა ნაკრებმა პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

ისინი პირველივე ტურში  სენსაციურად დამარცხდნენ მექსიკის ნაკრებ გუნდთან. მეორე ტურში გაჭირვებით მოუგეს შვედებს, ხოლო როგორც აღმოჩნდა ჩემპიონატზე მათთვის საბოლოო მატჩში იაპონელების დამარცხება ვერ შეძლეს.


ფოტოზე: 2018 წლის 17 ივნისს გერმენია-მექსიკის მატჩის დროს ბერლინში  ბრანდერბურგის კართან შეგროვილი გულშემატკივრები REUTERS/HannibalHanschke

ხორვატია ყოველთვის კარგ ევროპულ ნაკრებად  მიიჩნეოდა, თუმცა, დიდ ტურნირებზე ფავორიტი არასდროს ყოფილა. ხორვატიის ნაკრების ისტორიაში აქამდე ყველაზე დიდი მიღწევა 20 წლის წინათ მსოფლიო ჩემიპნატში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები იყო.

ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩში დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ ხორვატები პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც დანიის, რუსეთისა და ინგლისის გუნდები დაამარცხეს, და თავის ისტორიაში პირველად მსოფლიო პირველობის ფინალში მოხვდნენ.

ფოტოზე:  2018წლის  11 ივლისს ზაგრებში გულშემატკივრები  ხორვატია- ინგლისის ნახევარფინალს უყურებენ. REUTERS/AntonioBronic

პლეი-ოფის ყველაზე სანახაობრივ მატჩად იქცა მერვედფინალის თამაში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრები გუნდები შეხვდნენ. ამ მატჩში ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც - მეორე, ორივე გუნდს ლამაზი გოლები გაჰქონდა და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. კადრში წამდაუწუმ ჩანდა ლეგენდარული არგენტინელი მოთამაშე დიეგო მარადონა, რომელიც სტადიონზე იყო და უაღრესად ემოციურად გულშემატკივრობდა საკუთარ თანამემამულეებს. საბოლოო ანგარიში - 4-3 ფრანგების სასარგებლოდ.

ფოტოზე: არგენტინელი მარკოს როჯო (Marcos Rojo) ბედნიერი იმით, რომ ნიგერია-არგენტინის მატჩში მეორე გოლი გაიტანა, სანკტ-პეტერბურგი, 26 ივნისი, 2018. REUTERS/HenryRomero

ჩემპიონატის დაწყებამდე რუსეთს ტურნირზე წარმოდგენილი გუნდებიდან  FIFA-ს ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ამიტომაც, ის, რომ რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში მოხვდა - უდავოდ მოულოდნელობა იყო.

 

ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან -ესპანეთის ნაკრებთან მოგება და ხორვატიის ნაკრებთან ღირსეული თამაში კი რუსული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიის საუკეთესო მომენტებად იქცა.

ფოტოზე: ესპანელი დიეგო კოსტა(Diego Costa) რუს სერგეი იგნაშვიჩთან ერთად (Sergei Ignashevich), ესპანეთი-რუსეთის მატჩი, 2018 წლის 1 ივლისი, მოსკოვი. REUTERS/CarlRecine

ეს ჩემპიონატი იქცა პირველ დიდ ტურნირად, სადაც მსაჯებმა გადაწყვეტილების მისაღებად ვიდეოგამორების გამოყენება შეძლეს. პრაქტიკულად ყველა მატჩზე იყო სადავო მომენტები, რა დროსაც არბიტრები ამ შესაძლებლობას მიმართავდნენ.  ვიდეოგამეორებები ყველაზე ხშირად ხდებოდა გადამწყვეტი ფაქტორი იმ პენალტების დანიშვნისას, რომლებსაც შეიძლებოდა, თამაშის ბედი გადაეწყვიტა.

ფოტოზე: შვედეთის ნაკრების მოთამაშე ანდრეას გრანკვისტი (Andreas Granqvist) ბედნიერი იმით , რომ შვედეთი-კორეის თამაშზე პირველი გოლი გაიტანა. 2018 წლის 18 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. REUTERS/MatthewChilds 

FIFA-მ  მსფლიოს ეს ჩემპიონატი ყველაზე სექსისტურად აღიარა.  ეს პირველ რიგში  უკავშირდება ჩემპიონატების მატჩების ტრანსლირებისას რეჟისორების მუშაობას, რომლებიც, მამრობით სქესისი ფანატების ნაცვლად,  უფრო ხშირად ტრიბუნაზე მყოფი ლამაზი გულშემატკივარი ქალების ჩვენებას ამჯობინებდნენ.

ასევე არაერთხელ მოხდა ჩემპიონატის გამშუქებელი ქალი რეპორტიორების მიმართ გულშემატკივრების არაკორექტული ქცევის ფაქტი. სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირ ეთერში იყო ეპიზოდები, როდესაც გულშემატკივრები ჟურნალისტი ქალების კოცნას და ან მათთან შეხებას ცდილობდნენ. შემდეგ ზოგიერთ მათგანს გულშემატკივრის პასპორტი ჩამოერთვა.


ფოტოზე: 2018 წლის 11 ივლისს ლონდონში,  HydePark-ში შეკრებილი ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები ინგლისის ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ  

შვეიცარიის ნაკრების ბევრი მოთამაშე - კოსოვოელი ალბანელია, რის გამოც, შვეიცარიასა და და სერბეთს შორის თამაში თავიდანვე დაძაბულობის მაღალი დონით გამოირჩეოდა, ვიდრე სხვა თამაშები. ჯორდან შაკირი და გრანიტ ჯაკა(ორივე კოსოვოელი ალბანელი) სერბების კარში გატანილ ბურთებს ზეიმობდნენ  არწივის გამოსახულების გაკეთებით (არწივი ალბანეთის დროშაზეა გამოსახული).

მოგვიანებით ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ მათ ჟესტებს პოლიტიკური კონტექსტი არ გააჩნდა, თუმცა FIFA-მ ისინი მაინც დააჯარიმა.

ფოტოზე: სერბეთი-ბრაზილიის თამაში, 2018 წლის 27 ივნისი, მოსკოვი. REUTERS/KaiPfaffenbach

ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრების მიერ რუსეთის დამარცხების შემდეგ ხორვატმა მცველმა დომაგოი ვიდამ ჩაიწერა ვიდეო, სადაც ის წარმოთქვამს ფრაზას „დიდება უკრაინას“ და ამბობს, რომ გამარჯვებას სწორედ ამ ქვეყანას უძღვნის. ვიდა დიდ ხნის განმავლობაში კიევის „დინამოში“ თამაშობდა, რაც, როგორც ჩანს, გახდა კიდეც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მისი ჩაღრმავების მიზეზი.

 

მოგვიანებით ვიდამ რუსებს მოუბოდიშა. ხორვატიის ფებურთის ფედერაციამ კი საქმიანობას ჩამოაშორა  სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი ოგნენ ვუკოევიჩი, რომელიც ვიდასთან ერთად ამ ვიდეოს იწერდა.

ფოტოზე: ლენინის განათებული ძეგლი გასართობ პარკში ქალაქ სოჭში, სადაც ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ჩატარდა. REUTERS/KaiPfaffenbach

 

საფრანგეთი - ჩემპიონია! 

ფოტოზე: ფრანგი ბენჟამინ მენდი (Benjamin Mendy) თასით ხელში  საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას ზეიმობს. 2018 წლის 15 ივლისი, მოსკოვი. REUTERS/KaiPfaffenbach

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ