ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრაქცია სომხეთში ცნობილმა ოლიგარქმა, დეპუტატმა სამველ ალექსანიანმა დატოვა " />

სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრაქცია სომხეთში ცნობილმა ოლიგარქმა, დეპუტატმა სამველ ალექსანიანმა დატოვა

მრავალი წლის განმავლობაში მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა და კანონპროექტების ერთხმად დამტკიცების ან უარყოფის საშუალება დაკარგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სომხეთში ცნობილმა ოლიგარქმა სამველ ალექსანიანმა ფრაქცია „სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ განაცხადა.

ბოლო თვის განმავლობაში ალესანიანი რიგით მეექვსე პარლამენტარი გახდა, რომელმაც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის რიგები დატოვა. მოცემულ მომენტში ფრაქციას 105-დან 52 სადეპუტატო მანდატი დარჩა.

სამველ ალქსანიანმა თავისი გადაწყვეტილების კომენტირებაზე უარი განაცხადა. ამის ნაცვლად, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა გამოთქვა აზრი, რომ ხავერდოვანი რევოლუციის მომწყობი და ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის ნაცვლად მოსული ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური დევნის გამო, დეპუტატები ფრაქციის რიგების დატოვებას მომავალშიც გააგრძელებენ

 „პოლიტიკური დევნის შენიღბვას დღეს მართლმსაჯულებით ცდილობენ. თუმცა, მე განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ შერჩევითი სამართლის ტენდენცია შეინიშნება, და ამ პრინციპის გამოყენება ხელს არ უწყობს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც რევოლუციის დროს სახელდებოდა“.

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა,რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის წევრები იყვნენ, ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ მათი კუთვნილი კომპანიების შემოწმების შემდეგ მისი რიგების დატოვება დაიწყეს. კერძოდ, სუპერმარკეტების ქსელ „ერევან სიტიში“, რომელიც სამველ ალექსანიანს ეკუთვნის, ეროვნული უშიშროების სამსახურმა 16 მილიარდი დრამის (8 მილიარდი დოლარი) ოდენობის საგადასახადო მაქინაციები აღმოაჩინა.


ასევე წაიკითხეთ