ოპოზიციონერებს ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო მსვლელობის ჩატარების ნება არ დართეს" />

რესპუბლიკის დღე აზერბაიჯანში: როგორ შეუშალა ხელი ფეხბურთმა მასობრივ ზეიმს

ოპოზიციონერებს ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო მსვლელობის ჩატარების ნება არ დართეს

აზერბაიჯანმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი აღნიშნა. წელს ხელისუფლებამ 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ობელისკისკენ ტრადიციული საზეიმო მსვლელობა აკრძალა, და ამის მიზეზად 29 მაისს დაგეგმილი ევროპის ლიგის ფინალისთვის მზადება დაასახელა. როგორც თქვეს, პოლიციას წესრიგისთვის თვალ-ყურის დევნება გაუჭირდებოდა. ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, მიტინგი ჩაეტარებინათ ბაქოს მახლობლად მდებარე დაბა ნოვხანიში, სადაც ოთხი ოპოზიციონერი პოლიციამ დააკავა.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა და ორ წელიწადს იარსება. 1020 წელს ქვეყანაში ხელისუფლება ბოლშევიკებმა დაიპყრეს.

• შვიდი ნაკლებად ცნობილი ფაქტი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ

• სომხეთის სამი რესპუბლიკა ერთ საუკუნეში

• როგორ აღნიშნა საქართველომ დამოუკიდებლობის დღე

როგორ აღნიშნეს

ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“ ამ დღეს ობელისკისკენ მსვლელობისთვის შეიკრიბა. მაგრამ, ხელისუფლებამ მათ ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინათ, არგუმენტად კი ის დაასახელეს, რომ ამ დღეებში ბაქოში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებული ღონისძიებები ტარდებოდა და პოლიციას „ამისთვის არ ეცლებოდა“.

მომავალი მატჩის გამო, ქალაქში სამართალდაცვის ზომები გაძლიერებულია. ეს, მათ შორის,  ყველანაირი მასობრივი ღონისძიების აკრძალვასაც გულისხმობს.

ოპოზიციურმა პარტიამ „რესპუბლიკური ალტერნატივა“ მარათონის ჩატარება გადაწყვიტა,  და პარტიის წევრებს 12:00-დან 20:00-მდე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ობელისკთან ყვავილების „ინდივიდუალური წესით“ მიტანა შესთავაზა. და თან ურჩია მათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წინააღმდეგობა არ გაეწიათ პოლიციელებისთვის, რომლებიც ობელისკის გარშემო მრავლად იყვნენ.

სხვა ოპოზიციური პარტიები დღესასწაულის აღსანიშნავად გაემგზავრნენ ბაქოს მახლობლად მდებარე დაბა ნოვხანიში, სადაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი მამედ -ემინ რასულზადე დაიბადა, და ბაქოში მისი ერთადერთი ძეგლიც იქვეა.  

პარტია „მუსავათის“ პრეს-სამსახურის უფროსმა  სააგენტო „ტურანს“ აცნობა,  რომ ღონისძიებისკენ  მსვლელობისას ამ პარტიის ოთხი წევრი დააკავეს.

საღამოს ზღვისპირა ბულვარზე დაგეგმილია კონცერტი და ფოიერვერკი.

დღესასწაულისადმი უპატივცემულობა თუ ოპოზიციისთვის ხელის შეშლის მიზეზი?

მთლიანობაში, სადღესასწაულო მსვლელობის ფეხბურთის გამო აკრძალვა საზოგადოებამ ნეგატიურად აღიქვა. ბევრმა ეს ქვეყნის მთავარი დღესასწაულისადმი უპატივცემულობად მიიჩნია.

„უცხოელების უფლება , რომ გაერთონ, აზერბაიჯანელებისთვის რესპუბლიკის დღის აღნიშვნის უფლებაზე მაღლა არ უნდა იდგეს“,  – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერმა ილგარ მამედოვმა.

მამედოვი, ისევე როგორც სხვები, ვარაუდობს, რომ საფეხბურთო ფინალი მხოლოდ საბაბია, რომლითაც ხელისუფლებამ ისარგებლა, რათა ოპოზიციისა და მოქალაქეებისთვის დღესასწაულის ფართოდ აღნიშვნის საშუალება არ მიეცა.

მოძრაობა „NİDA“-ს აქტივისტებმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიას იბრაგიმოვმა ოპოზიციურ პარტიებს იმის გამო უსაყვედურეს, რომ ისინი ხელისუფლებას დაემორჩილნენ, იმის ნაცვლად, რომ გაერთიანებულიყვნენ, და ისტიგლალიატის ქუჩაზე მსვლელობა მაინც მოეწყოთ.

გასულ წელს, როდესაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავდნენ, „რესპუბლიკური ალტერნატივას“ მცდელობა, რომ მსვლელობა მოეწყოთ, პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კი 30 დღე-ღამით დააპატიმრეს.


ასევე წაიკითხეთ