3 ივლისიდან მალტის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისები შესრულდება" />

რატომ უნდა დავისვენო მალტაზე?

3 ივლისიდან მალტის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისები შესრულდება

3 ივლისიდან თბილისის აეროპორტიდან ყოველკვირეული, რეგულარული რეისები მალტის მიმართულებით შესრულდება.

Air Malta საქართველოს საავიაციო ბაზარზე ტურ-ოპერატორმა “ინტერკო თრეველ ჯგუფმა” შემოიყვანა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Air Malta-ს გამოჩენა კუნძულზე დასვენების შესაძლებლობებს გაამარტივებს არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვისაც.

“ინტერკო თრეველ ჯგუფი”, როგორც Air Malta-ს კომერციული წარმომადგენელი, სპეციალურ შეთავაზებას ამზადებს სომხური და აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიებისთვის.

რამდენად პოპულარულ მიმართულებად ითვლება მალტა მსოფლიოში?

მალტა მთავარ ტურისტულ მიმართულებებს შორისაა. მალტაში მოგზაურობას ჯერ კიდევ გაზაფხულზე გვირჩევდნენ CNN და BBC. თუმცა ბოლო პერიოდში კუნძულზე დასვენების განსაკუთრებული პოპულარობა განაპირობა სერიალმა “Game of Thrones”, რომლის ფინალური სცენა მალტაზე, ქალაქ ვალეტაშია გადაღებული.

ტურისტებისთვის მალტის მომხიბვლელობა იმაშიცაა, რომ ზღვისა და პლაჟის გარდა, ამ ქვეყანაში უნიკალური ისტორიული ძეგლების ნახვა შეიძლება. მალტის დედაქალაქი ვალეტა კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

• რატომ უნდა დავისვენო ეგვიპტეში და როგორ არ შევცდე ტურის არჩევისას?

რატომ გახდა მალტა ასეთი მიმზიდველი?

მალტა, როგორც ტურისტული პროდუქტი საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეგიძლია კომფორტულად და იაფად დაისვენო, მაგრამ ამავე დროს შეგიძლია პრემიუმ კლასის მოგზაურობაც მოიწყო.

ზღვაზე დასვენების გარდა, მალტაზე უამრავი რამეა სანახავი, რაც ასევე ბონუსად ეთვლება ამ ქვეყანას ტურისტების თვალში.

მალტა ევროპული კურორტია, რაც ხარისხზე აისახება.

“ინტერკო თრეველ ჯგუფი” პროგნოზირებს, რომ მალტა ისეთივე პოპულარული მიმართულება გახდება რეგიონში, როგორც მთელს ევროპაშია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ