"თქვენ შეგეშინდათ - მთავრობამ თქვენი კორუფციული სქემები შეაჩერა", - განუცხადა უკვე ყოფილმა პრემიერმა სანდუმ ყოფილი ოლიგარქის, პლახოტნიუკის მომხრეებს პარლამენტში" />

რატომ გადააყენეს მოლდოვის „ანტიოლიგარქიული“ მთავრობა მხოლოდ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ

"თქვენ შეგეშინდათ - მთავრობამ თქვენი კორუფციული სქემები შეაჩერა", - განუცხადა უკვე ყოფილმა პრემიერმა სანდუმ ყოფილი ოლიგარქის, პლახოტნიუკის მომხრეებს პარლამენტში

მოლდოვის პარლამენტმა 12 ნოემბრის სხდომაზე უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას, რომელსაც პროდასავლელი პოლიტიკოსი მაია სანდუ ხელმძღვანელობდა, – იუწყება  მოლდოვური გამოცემა Ziarul de Gardă.  ამგვარად ექსპერიმენტი, რომელიც 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიზნად მოლდოვას პოლიტიკური ველის გაერთიანებას ისახავდა, რომელიც ღრმადაა დაყოფილი პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის, ჩავარდა.

როგორ შეიცვალა ხელისუფლება მოლდოვაში

მთავრობის გადაყენების მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. სანდუს წინადადებით, მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის უფლება უნდა მისცემოდა.

მაგრამ სოციალისტური პარტია, რომელიც მხარს მოლდოვის პრორუს პრეზიდენტს უჭერს, აღშფოთდა იმის გამო, რომ ამ საკითხზე მასთან წინასწარი კონსულტაციები არ ჩატარებულა. და კანონპროექტის განხილვა ნაცვლად სოციალისტები გამოვიდნენ ინიციატივით მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

მათ მხარი ყოფილი მმართველი პარტიის  –  დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომელსაც  ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი ხელმძღვანელობს. მან ქვეყანა სანდუს მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა.

შედეგად, უნდობლობის ვოტუმს მხარი 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა.

ხმის მიცემამდე მაია სანდუმ პარლამენტს სიტყვით მიმართა:

”თქვენ შეგეშინდათ, რადგან მთავრობამ შეაჩერა კორუფციული სქემები, საიდანაც თქვენ ფულს შოულობდით. (ოლიგარქი) პლახოტნიუკი უნდა შეგვეჩერებინა და ჩვენ ის შევაჩერეთ. ჩვენ კოალიცია შევქმენით, რომ ხალხი დიქტატურისგან გვეხსნა”.

მთავრობის გადადგომის თაობაზე კენჭისყრის შემდეგ სანდუმ განაცხადა, რომ “ახლა, როგორც ჩანს, მეორე პლახოტნიუკი ჩნდება”.

მოლდოვის ბევრი მაცხოვრებელი ფულის საშოვნელად ქვეყანას ტოვებს – შვილები მშობლების კვალდაკვალ

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში: რა უნდა ვიცოდეთ კანდიდატების შესახებ

მოლდოვური ექსპორტი – სარფიანი აკრძალვა

როგორ ჩამოაშორეს ძალაუფლებას მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქი და პრეზიდენტი

იმას, რაც მოლდოვაში მოხდა, ექსპერტები ახალ პოლიტიკური კრიზისს უწოდებენ.

წინა კრიზისი 2019 წლის ზაფხულში განვითარდა, როდესაც ქვეყანაში ერთდროულად ორი მთავრობა მოქმედებდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი ძალაუფლებას დროებით ჩამოაშორა.

ამავდროულად, ხელი მოეწერა ბრძანებულებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ და ახალი არჩევნები გამოცხადდა.

თუმცა, საქმე აქამდე არ მისულა, რადგან მოვლენები უჩვეულოდ განვითარდა – პრეზიდენტ დოდონის  სოციალისტური პარტია და პროევროპული ალიანსი ACUM გაერთიანდნენ და ახალი მთავრობა შექმნეს.

ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ACUM– ის ლიდერი მაია სანდუ გახდა. თუმცა, ძველი მთავრობა დაუყოვნებლივ არ გადამდგარა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოლდოვაში ორი მთავრობა ერთდროულად მუშაობდა.

შემდეგ ძველმა კაბინეტმა უარი თქვა უფლებამოსილებაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება პრეზიდენტ იგორ დოდონისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა.

მოლდოვაში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი იმედოვნებდა, რომ პრორუსული და პროდასავლური ძალების უჩვეულო ალიანსი მდგრადი იქნებოდა. თუმცა, ეს არ მომხდარა – ალიანსი დაიშალა.

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი და პრემიერი მაია სანდუ, ივნისი 2019 REUTERS/Valentyn Ogirenko 

რა მოხდება შემდეგ

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა, სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა, მაია სანდუ იმაში დაადანაშაულა, რომ მან მთავრობის გადაყენების პროვოცირება თავად მოახდინა. მისი თქმით, თუ სოციალისტური პარტია და ბლოკი ACUM ვერ შეთანხმდებიან, კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე იგი თავად წარადგენს.

”მე შემოგთავაზებთ პრემიერს, რომლეიც  პოლიტიკისგან შორს იქნება,” – თქვა იგორ დოდონმა.

მოლდოვის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში  თავის მოვალეობას მხოლოდ ახალი მთავრობის წევრების მიერ ფიცის დადებამდე შეასრულებს.

ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობა შეზღუდულ რეჟიმში მოქმედებს – საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების გარეშე.

საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალ კანდიდატს დაასახელებს, რომელიც პარლამენტს თავის კაბინეტს და პროგრამას დასამტკიცებლად წარუდგენს.

ამასთან, თუ სამ თვეში პარლამენტი ხმას არ მისცემს ახალ მთავრობას, პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

საერთაშორისო რეაქცია

რუმინეთის პრემიერმინისტრმა ლუდოვიკ ორბანმა, მოლდოვის პარლამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას, თქვა, რომ “სანდუს მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება სერიოზულ კითხვებს ბადებს მოლდოვას ევროპული გზის თაობაზე.”

რეაგირება მოლდოვას პოლიტიკურ ვითარებაზე ევროკავშირმა მოახდინა. ”მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით არის საგანგაშო სიგნალი ქვეყანაში რეფორმირების პროცესისთვის”, – ნათქვამია ევროკავშირის კომუნიკეში.


ასევე წაიკითხეთ