მიზეზი - მისი თანამშრომლობა ჩინეთის ხელისუფლებასთან, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს" />

რატომ არ ენდობა მსოფლიო ჩინურ კომპანია Huawei-ს

მიზეზი - მისი თანამშრომლობა ჩინეთის ხელისუფლებასთან, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს

Huawei – მსოფლიოში ჩინური კომპანია სმარტფონებისა და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი – ახალი თაობის 5G-ის სფეროსთან დაკავშირებული თავისი სიახლეებით საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ცდილობს. მაგრამ მას ახლა რთული დროება დაუდგა. დეტალები CNN-ის მასალაში.

რა ხდება

ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ – ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ Huawei-სთან თანამშრომლობაზე და უკრძალავენ მას თავიანთ ბაზარზე მუშაობას, და ყურადღებით შეისწავლიან ამ საკითხს.

Huawei-ს მიმართ ასეთი ინტერესის მიზეზი – ჩინეთის ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობა და მასზე დამოკიდებულებაა. უფრო მეტიც, არსებობს ეჭვი კომპანიის მონაწილეობაზე ადამიანის უფლებების დარღვევაში სინძიან-უიგურის ავტონომიურ ოლქში, სადაც ჩინეთის ხელისუფლება მკაცრ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიმართ.

რამდენადაც საუბარი მიდის კიბერუსაფრთხოებაზე, საქმეში სახელმწიფო ორგანოები ჩაერთნენ.

მთავარი მოწინააღმდეგე

Huawei-ს მიმართ ყველაზე მტკივნეული ნაბიჯები აშშ-ში გადადგეს.

სწორედ ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს კანადაში კომპანიის ფინანსური დირექტორი და დამფუძნებლის ქალიშვილი. მას ბრალად ედება Huawei-ს პროდუქციაში ჯაშუში პროგრამების ინსტალაცია.

გასულ კვირას, Huawei-ს წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ.

ამის შემდეგ, კომპანია Google-მა უარი განუცხადა Huawei-ს თავისი ოპერაციული სისტემის, Android-ის განახლებაზე, რომელიც Huawei-ს პროდუქციაში გამოიყენება. ამან მკვეთრად შეამცირა Huawei-ს აპარატების კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე და მისი აქციების ფასი.

მთავარი მოკავშირე

Huawei შესაძლოა რუსულ ოპერაციულ სისტემა „ავრორაზე“ გადავიდეს.

ჩინურ სმარტფონებზე რუსული ოპერაციული სისტემის დაყენების შესაძლებლობა ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრაზე განიხილეს.

ოპერაციული სისტემა „ავრორა“ ფინური Sailfish-ის რუსულ ვერსიას წარმოადგენს. მისი შემქმნელი, კომპანია Jolla 2014 წელს რუსმა ბიზნესმენმა, გრიგორი ბერეზკინმა იყიდა. მოგვიანებით ის რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრს შეუთანხმდა მის ბაზაზე რუსული ოპერაციული სისტემის განვითარებაზე.

„ავრორას“ მსოფლიო ბაზრებზე Android-ისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. მისი ერთადერთი ღირსება ის არის, რომ რუსეთში რუსული ოპერაციული სისტემის ტელეფონებზე მასობრივად გადაიყვანენ ჩინოვნიკებს, ასევე, სახელმწიფო კომპანიებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ