ბოლო პერიოდში აშშ-ის ექვს შტატში მიიღეს კანონები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს აბორტის უფლებას" />

აშშ-ში ქალები იძულებული არიან, დაიცვან თავიანთი უფლება აბორტზე

ბოლო პერიოდში აშშ-ის ექვს შტატში მიიღეს კანონები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს აბორტის უფლებას

ამერიკელი კონსერვატორები დიდი ხანია გამოდიან აბორტის აკრძალვის მოთხოვნით. ბოლო პერიოდში მათ ზეწოლა გააძლიერეს და, შედეგად, ექვს შტატში მიიღეს კანონი, რომელიც მკვეთრად უზღუდავს ქალებს აბორტის უფლებას, თითქმის სრულად უკრძალავს მათ ამ ოპერაციის გაკეთებას, აღნიშნულია The Washington Post-ის მასალაში.

დიდი ხნის დავა

ლიდერებში აღმოჩნდა ორი შტატი – ალაბამა და მისისიპი. ერთში კანონმდებლებმა ორსულობის ორ კვირაზე მეტი ხნის შემთხვევაში აკრძალეს აბორტი, მეორეში კი აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადეს (პასუხისმგებლობა ექიმს დაეკისრება).

მაგრამ ამ კანონებს ამოქმედების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ასეთი მცდელობები ადრეც არაერთხელ იყო. ყოველ ჯერზე აბორტის მომხრეები სასამართლოში ასაჩივრებდნენ გადაწყვეტილებას და იმარჯვებდნენ, რამდენადაც ერთხელ უზენაესმა სასამართლო უკვე განიხილა ეს საკითხი და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქალებს აბორტის უფლება აქვთ.

რაზე აკეთებენ გათვლას აბორტის მომხრეები

თუმცაკი, ბოლო პერიოდში შეიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. ერთი მოსამართლე გარდაიცვალა და დაინიშნა მეორე (ეს პრეზიდენტის უფლებაა) და, შედეგად, აბორტის მოწინააღმდეგეები უზენაეს სასამართლოში უმრავლესობაში აღმოჩნდნენ.

ახლა კონსერვატორები გათვლას აკეთებენ იმაზე, რომ საქმე უზენაეს სასამართლომდე ავა და იქ გაიმარჯვებენ.

წინააღმდეგობა

აშშ-ში აბორტის უფლების მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და გავლენიანები არიან, პირველ რიგში სამხრეთ შტატებში. არანაკლები არიან ისინი ამერიკის სენატში, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, რომელთა ამომრჩეველიც კონსერვატიულადაა განწყობილი.

მაგრამ აბორტის შეზღუდვის ან მთლიანად აკრძალვის მცდელობა მკვეთრ რეაქციას იწვევს ამერიკულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ექიმთა წრეში. აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციებზე ათასობით აქტივისტი იკრიბება.

ცოტა ხნის წინ უზენაესი სასამართლოს შესასვლელში გამართულ მიტინგზე სენატორმა კირსტენ ჯილიბრანდმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს, განაცხადა, რომ აბორტის მოწინააღმდეგეებმა „ქალებს ომი გამოუცხადეს“.

None found

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ