სურკოვი აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ" />

რაზე მსჯელობდნენ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან შეხვედრებისას

სურკოვი აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

რაულ ხაჯიმბა და ვლადისლავ სურკოვი. ფოტოსერგეი დემიანოვი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთში ჩავიდა და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს განუცხდა, განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომლებიც „იმაზე ფიქრის საშუალებას იძლევა, რომ სამუშაოები საკმაოდ პოზიტიურ კალაპოტში მიმდინარეობს“.

მთლიანობაში სურკოვმა და ხაჯიმბამ შემდეგი პერსპექტივები და მიღწევები აღნიშნეს:

რუსული ინვესტიციები აფხაზეთში

ვალდისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ რუსული საინვესტიციო პროგრამის აფხზეთში განხორციელების იდეა ადრე აფახაზურ და რუსულ მახრეებს შორის ხელმოწერილ დოკუმენტებს შეესაბამება.

“აფხაზეთში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა რესპუბლიკის განვითარებას უწყობს ხელს“ – თქვა მან.

„იწყება საინვესტიციო პროგრამის მორიგი ეტაპი, რუსეთიდან ფინანსური სახსრები შემოდის, მომზადებულია ხარისხიანი დოკუმენტაცია ყველა ობიექტის შესახებ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი – ინფრასტრუქტურული ობიექტებია, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია – თქვა ვლადისლავ სურკოვმა – ეს ტურისტული, ეკონომიკური და სამრეწველო სექტორებისთვის არის მნიშვნელოვანი“.

სურკოვის ცნობით, მოსკოვმა მოიწონა მილიარდ რუბლზე (დაახლოებით $17 მილიონი) მეტის ღირებულების პროექტები.

„ეს არის სასტუმროების ბიზნესიც, საკვები პროდუქციაც, და სოფლის მეურნეობაც. სასიხარულოა, რომ შეთანხმებულად ვმუშაობთ“, – თქვა სურკოვმა

სოციალური სფეროს მხარდაჭერა

„ორი ქვეყნის ურთიერთობა ინტეგრაციის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. სოციალური ინტეგრაცია მატულობს, და აფხაზეთის მაცხოვრებლებმა ეს იგრძნეს – გაიზარდა პენსიები და რიგი სხვა სოციალური დახმარება“, – თქვა სურკოვმა. 

თანამშრომლობა სამხედრო და სასაზღვრო სფეროებში

ვლადისლავ სურკოვმა „ძალიან სერიოზულ ნაბიჯად“ მოიხსენია უსაფრთხოების სფეროში არსებული შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი საჯარისო დაგჯუფების შექმნა.

ვლადისლავ სურკოვმა ასევე მოინახულა ი. პაპასკირის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა და №3 სკოლა, რომლებიც რუსული საინვესტიციო პროგრამის სახსრებით გარემონტდა.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსულ-აფხაზურ შეთანხმებას აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

აფხაზეთში ვლადისლავ სურკოვის წინა ვიზიტი 2016 წლის ივლისში შედგა.

ამდენიმე ხნის წინათ სამხრეთი ოსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ექს-პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ საჯაროდ უწოდა ვლადისლავ სურკოვს “აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის  კურატორი კრემლიდან”, და თქვა, რომ სურკოვი ეს “პროდასავლური უწმინდურობაა, რომელიც სამხრეთ ოსეთში კორუფციის წამახალისებელია” წვრილმანები  JAMnews-ის პუბლიკაციაში.

სურკოვი “პროდასავლელი უწმინდურია”, რომელიც სამხრეთ ოსეთში კორუფციას ახალისებს

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს


ასევე წაიკითხეთ