ფუად აბასოვს ბრალს მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევაში სდებენ, თავად კი მიაჩნია, რომ ეს „დაკვეთაა“ " />

ჟურნალისტის მოსკოვში დაკავებისა და დეპორტაციის წინააღმდეგ ბაქოში აქცია გაიმართა

ფუად აბასოვს ბრალს მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევაში სდებენ, თავად კი მიაჩნია, რომ ეს „დაკვეთაა“

ბაქოში მოსკოვის საელჩოს წინ ჟურნალისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აღშფოთებულები არიან იმით, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ბლოგერი ფუად აბასოვი მოსკოვში მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და 28 მაისს სამშობლოში დეპორტირებას უპირებენ. გარდა ამისა, ადვოკატის მტკიცებით, აბასოვს დაკავებისას სცემეს.

ვინ არის ფუად აბასოვი და რატომ უპირებენ მას დეპორტირებას

ფუად აბასოვი – აზერბაიჯანელი ბლოგერი და ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მისი სახელი ფიგურირებდა გახმაურებულ ისტორიაში, რომელიც მოსკოვის რესტორან „ნეოლითში“ მომხდარ ჩხუბს უკავშირდება.

• რუსეთმა აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლის დეპორტირება მოახდინა

• თაფლობის თვე რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში

ამ წლის 15 თებერვალს ამ რესტორანში ჩეჩნეთისა და აზერბაიჯანის მკვიდრებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა. ფუად აბასოვმა ამ ცემა-ტყეპის წამომწყებად სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე დაასახელა, და მისი საპასპორტო მონაცემები გამოაქვეყნა, – ჰყვება ვებ-გვერდი „კავკაზსკი უზელი“. თავად ეს ადამიანი ამ საქმესთან კავშირს უარყოფს.

მას შემდეგ, რაც 16 მაისს აბასოვი დააკავეს და დეპორტირება დაუპირეს, ჟურნალისტმა იეჭვა, რომ მისი თავი ვიღაცამ „დაუკვეთა“. აბასოვის აზრით, ეს ან „სომხური ლობია“, ან არაკეთილმოსურნეები რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერებიდან.

ოფიციალური ვერსიით, აბასოვის დეპორტირებას ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აპირებენ. ამავდროულად, ვებ-გვერდი1news ირწმუნება, რომ აბასოვის დეპორტირება რუსეთის რამდენიმე აზერბაიჯანულმა სათვისტომომ მოითხოვა.

თუკი ადვოკატი და სხვა დამცველები მის გათავისუფლებას ვერ მიაღწევენ, 28 მაისს  ფუად აბასოვის აზერბაიჯანში დეპორტიებას მოახდენენ.

დაკავებული ჟურნალისტი რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებმა მოინახულეს, თუმცა მათ არავითარი მკაფიო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ