სომხეთში კორუფციული მხილებები გრძელდება. სკანდალების ეპიცენტრში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ნათესავებიც აღმოჩნდნენ" />

ერევნის მერის შემოსავლების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მასალები უშიშროების სამსახურს გადაეცა

სომხეთში კორუფციული მხილებები გრძელდება. სკანდალების ეპიცენტრში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ნათესავებიც აღმოჩნდნენ

ერევნის მერი ტარონ მარგარიანი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული კორუფციული გამოძიების ეპიცენტრში აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ოცწუთიან ვიდეორგოლში დაწვრილებით არის ნაამბობი მარგარიანის მამულების, მანქანების და მისი დამატებითი შემოსავლების შესახებ.

ავტორებმა გამოთვალეს, რომ ტარონ მარგარიანს, მისი ახლანდელი ხელფასის პირობებში, ასეთი ქონების დასაგროვებლად 210 წელიწადი დასჭირდებოდა. მალე გამოძიების მეორე ნაწილიც გამოქვეყნდება.

თავად მარგარიანს ვიდეოს თაობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს მერიის წინ ჩატარდა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მერის გადადგომას ითხოვდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების მასალები ეროვნული უშიშროების სამსახურს უკვე გადაეცა.

ამავდროულად ეროვნული უშიშროების სამსახურიდან სხვა კორუფციული მხილებების თაობაზეც იუწყებიან. სკანდალების ეპიცენტრში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის უახლოესი გარემოცვა მოექცა.

•  დიდი კორუფციული მხილება სომხეთში – ცნობილი დეპუტატი სავარაუდოდ ჯარისკაცების საკვებს იპარავდა

გენერალ მანველ გრიგორიანის გახმაურებული დაკავების შემდეგ ეროვნული უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანის ძმის – ლევონ სარგსიანის ძმის კომპანია გადასახადებს არ იხდიდა. დღეს კი ერევნის ცენტრში სერჟ სარგისნის მეორე ძმა – ელქსანდრ სარგსიანი დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, რომ ის ეჭვმიტანილია იარაღის უკანონოდ შენახვაში.

პოლიტოლოგ სტეპან გრიგორიანს მიაჩნია, რომ საქმე კანონიერების აღდგენას ეხება:

„ეს ყველაფერი ვენდეტას არ ჰგავს. თუკი ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო, ადამიანი, რომელიც ყარაბაღში იბრძოდა, კანონს არღვევდა, და ის დააპატიმრეს… ეს რა ვენდეტაა? ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი კონსერვების მოპარვა ან ნახევარი ეჩმიაძინის დახურულ ზონად გადაქცევა (საუბარია მანველ გრიგორიანზე –  JAMnews), რა თქმა უნდა, ეს ვენდეტა არ არის. ეს სამართლიანობის აღდგენაა“.

ექსპერტს მიაჩნია, რომ სინამდვილეში რევოლუციის აქტივისტების ერთ-ერთი მოთხოვნა სრულდება – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა:

„რევოლუცია მოხდა ოლიგარქიის, კორუფციის  წინააღმდეგ, ბიზნესისა და ხელისუფლების შერწყმის წინააღმდეგ. ამიტომ, რევოლუციის შემდეგომ პერიოდში ყველა ისეთ მხილებებს ელოდება, როგორც მანველ გრიგორიანის შემთხვევაში მოხდა. ყველა კორუფციონერების გამოაშკარავებასა და დასჯას მოელის“.

სტეპან გრიგორიანი აღნიშნავს, რომ გამოაშკარავება უნდა გაგრძელდეს და ქვეყნის ყოფილ ხელისუფლებასაც უნდა შეეხოს:

 „ხელშეუხებელი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ. საგამოძიებო მოქმედებებზე ყოფილი პრეზიდენტებიც უნდა დაიბარონ. აუცილებელი არ არის, რომ ისინი ბრალდებულების სახით გამოიძახონ. მათი მოწმეებად დაბარება შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, რევოლუცია მოიგებს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ